ფულის ფილოსოფია
ფულის ფილოსოფია[1] — გერმანელი სოციოლოგისა და სოციალური ფილოსოფოსის გეორგ ზიმელის წიგნი ეკონომიკური სოციოლოგიის შესახებ.[2] თეორეტიკოსის უდიდეს ნაშრომად მიჩნეული, ზიმელის წიგნი ფულს განიხილავს, როგორც სტრუქტურირებულ აგენტს, რომელიც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების მთლიანობის გაგებაში.[2]
ფული და ღირებულება
რედაქტირებაზიმელის აზრით ეკონომიკური ღირებულება იქმნებოდა როდესაც ადამიანი ქმნიდა რაიმე ნივთს, მისგან განცალკევდებოდა და შეეცდებოდა მის უკან დაბრუნებას. მან აღმოაჩინა, რომ ზედმეტად ადვილად მისაღები საგნები არ ითვლებოდა ღირებულად და საგნები, რომლებიც ძალიან ძვირი იყო ხალხისთვის შესაძენად, ასევე არ ითვლებოდა ღირებულად. საგნის ღირებულებების განსაზღვრისას ითვალისწინებდნენ მის მისაღებად დახარჯულ დროს, თავგანწირვას და სირთულეს. წინა ეპოქაში, ბარტერინგით დაწყებული, გაცვლების სხვადასხვა სისტემა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეარსება ღირებულებების სისტემებს. უნივერსალური ვალუტის განვითარებასთან ერთად შემოვიდა შუამავალი რაც უფრო ადვილს ხდიდა გაცვლების გზებს: ფული.
ფული და თავისუფლება
რედაქტირებაფულის ფილოსოფიის ფუნდამენტური წერტილი არის ის, რომ ფულს მოაქვს პირადი თავისუფლება. როცა ვინმე მონაა, მისი მთელი არსებობა ბატონს ექვემდებარება. გლეხს მეტი თავისუფლება აქვს, მაგრამ თუ მათ უნდა გადაუხადონ თავიანთ ბატონს გადასახადები , როგორიცაა ხორბალი ან პირუტყვი, უნდა აწარმოონ ზუსტად ის ნივთი, რაც საჭიროა, თორემ ბარტერი დიდ დანაკარგს განიცდის. მაგრამ როდესაც ვალდებულება უკვე ფულზეა დამოკდიებული გლეხს აქვს თავისუფლება, რომ აწარმოოს ის რაც მას მოესურვება ოღონდ შეძლოს მისი გადასახადის გადახდა. თავისუფლებას იწვევს ფულის არსებობა. როცა ადამიანს ბევრი ფული აქვს, ეს იწვევს მის თავისუფლებას სხვა საქმეებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ფულადი სისტემა აძლიერებს ინდივიდუალურ თავისუფლებას, მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს შედეგები რომლებიც კითხვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ. დასაქმებულს სულაც არ აქვს უკეთესი ცხოვრების პირობები, ვიდრე მონას, რადგან ფულის ზუსტი რაოდენობა არაზუსტად შეესაბამება მის ეფექტურ მსყიდველუნარიანობას. ეკონომიკაში ხალხი მიდრეკილნი არიან იმაზე, რომ თავიანთი ფულადი ინტრესები დააყენონ საზოგადოების ან თუნდაც სახელმწიფოს ინტერესებზე ზემოთ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Simmel, Georg. 2004 [1900]. The Philosophy of Money (3rd enlarged ed.), edited by D. Frisby, translated by D. Frisby and T. Bottomore. London: Routledge. – via Eddie Jackson.
- ↑ 2.0 2.1 "Georg Simmel." Pp. 158–88 in Sociological Theory (7th ed.). New York: McGraw-Hill (2008). Print.