ფუა-გრა (ფრანგ. Foie gras /fwɑːˈgrɑː/, "ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი") არის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.

ფუა-გრა
Foie gras
Foie gras en cocotte.jpg
Moulard Duck Foie Gras with Pickled Pear.jpg
ტიპი spread
ქვეყანა საფრანგეთი და ძველი ეგვიპტე
ეროვნული სამზარეულო ფრანგული სამზარეულო
შექმნის წელი ძვ. წ. 4500
ძირითადი შემადგენლობა liver

ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.