ფუად აბდურაჰმანოვი
ფუად ჰასან-ოღლუ აბდურაჰმანოვი (აზერ. Əbdürrəhmanov Fuad Həsən oğlu; დ. 28 აპრილი (11 მაისი), 1915, ნუხა — გ. 15 ივნისი, 1971, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მოქანდაკე-მონუმენტალისტი. აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო მხატვარი (1955), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1949), სკკპ წევრი 1962 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1940 წელს დაამთავრა ლენიგრადის სამხატვრო აკადემია. მთავარი ნამუშევრებია:
- ნიზამის ძეგლი კიროვანადში (1946; სახელმწიფო პრემია 1947);
- ნიზამის ძეგლი ბაქოში (1949);
- „მეცვარე“ (1950; თაბაშირი, სახელმწიფო პრემია, 1951; ბრინჯაო, 1951, ტრეტიაკოვის გალერეა);
- ჩოიბალსანისა და სუხე-ბატორის ბიუსტები (1954; მარმარილო, აკლდამა ულან-ბატორში);
- მწერალი ვ. სურღუნის ძეგლი (1961, ბაქო)
- პოეტი რუდაქის ძეგლი (1964, დუშანბე)
- ლენინის პორტრეტული ბიუსტი (1955; მარმარილო, ბაქო)
- და სხვები.
დაჯილდოებულია 2 ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 24.