ფრიდრიხ ზორგე
ფრიდრიხ ზორგე (გერმ. Friedrich Sorge; დ. 9 ნოემბერი, 1828, ბეტაუ, პრუსია — გ. 26 ოქტომბერი, 1906, ჰოუბოუკენი, აშშ) — გერმანელი მარქსისტი, ფრიდრიხ ენგელსისა და კარლ მარქსის მოწაფე და თანამებრძოლი. 1849 წელს მონაწილეობდა ბადენ-პფალცის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ იყო ემიგრაციაში შშვეიცარიასა და აშშ-ში. ეწეოდა აშშ-ში მარქსიზმის პროპაგანდას.
ფრიდრიხ ზორგე |
---|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 537.