ფრედერიკსბერგი

(გადამისამართდა გვერდიდან ფრიდერიკსბერგი)

ფრიდერიკსბერგი (დან. Frederiksberg) — ქალაქი კუნძულ ზელანდიაზე, დანიაში. ფრედერიკსბერგი კოპენჰაგენის ნაწილად მიიჩნევა. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 95 029 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ფრედერიკსბერგი დანიის სიდიდით მეხუთე ქალაქია კოპენჰაგენის, ორჰუსის, ოდენსესა და ოლბორგის შემდეგ.

ფრედერიკსბერგის სასახლე

ფრედერიკსბერგი იგივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის მთავარი ცენტრია, სადაც მუნიციპალური საბჭოა განლაგებული.

ფრედერიკსბერგი კოპენჰაგენის მუნიციპალურ ანკლავშია მოქცეული. თუმცა იგი კოპენჰაგენის დასავლეთით იყო განლაგებული, პატარ-პატარა მუნიციპალიტეტების გაჩენამ 1901 წელს დედაქალაქს მიაჯაჭვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება