ფრენჩ-პასი
ფრენჩ-პასი (მაორ. Te Aumiti) — ვიწრო და სახიფათო სრუტე ახალ ზელანდიაში, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს კუნძულ დ'იურვილსა და სამხრეთ კუნძულს. დასავლეთ დაბოლოებაზე მდებარეობს ტასმანის უბე, აღმოსავლეთით კი პელორუს-საუნდი, რომელიც კუკის სრუტეში იხსნება.
ფრენჩ-პასს მთელს ახალ ზელანდიაში ყველაზე სწრაფი მიქცევა-მოქცევა ახასიათებს, რომელიც 8 კვანძს აღწევს.[1]
სრუტეში პირველმა ევროპელებმა 1827 წელს გაიარეს, ადმირალ ჟიულ დიუმონ დ'იურვილის მეთაურობით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Te Aumiti (French Pass) Tidal Stream დაარქივებული 2012-03-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stevens et al. (2008)