ფრენკ ლენტინი
ფრენკ ლენტინი (დ. 8 ივლისი, 1884, როზოლინი — გ. 22 სექტემბერი, 1966, ჯექსონვილი) — იტალიელ - ამერიკელი ცირკის მსახიობი. ცნობილი როგორც „განუმეორებელი ფრენკი“.[1]
ფრენკ ლენტინი | |
---|---|
ფრენკის ბავშვობის ფოტო | |
დაბადების თარიღი |
8 ივლისი, 1884 იტალია, როზოლინი |
გარდაცვალების თარიღი |
22 სექტემბერი, 1966 (82 წლის) აშშ, ფლორიდა, ჯექსონვილი |
გარდაცვალების მიზეზი | ფილტვის უკმარისობა |
ეროვნება | იტალია |
მოქალაქეობა |
იტალია აშშ |
საქმიანობა | ცირკის მსახიობი |
მეუღლე(ები) | ტერეზა მური |
შვილ(ებ)ი | ჯოზეფი, ნატალი, ფრენკი, ჯეიმსი |
ზედმეტსახელები |
„განუმეორებელი ფრენკი“ „მეფე“ „სამფეხა ფეხბურთელი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრენკი დაიბადა სიცილიაში, თორმეტშვილიან (შვიდი და, ხუთი ძმა) ოჯახში. მსოფლიოში ცნობილი გახდა სხეულის ანომალიებით: სამი ფეხით, ოთხი ტერფით და ფეხზე 16 თითით.[2]
ასეთი უცნაურობა გამოწველი იყო განუვითარებელი სიამის ტყუპით, რომელიც ემბრიონულ პერიოდში ფრენკს შეეზარდა. ფრენკის მესამე ფეხი სრულფასოვნად მოქმედებდა, ერთადერთი განსხვავება სხვა ფეხებთან შედარებით მოკლე ზომა იყო.[3]
8 წლის ფრენკი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და შოუ ბიზნესით დაკავდა, კონკრეტულად კი ცირკში დაიწყო მუშაობა. 30 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მოიპოვა. მისი კარიერა 40 წელიწადს ითვლის, ამ პერიოდში ლენტინმა არაერთი ცირკის გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბუფალო ბილის „ველურ დასავლეთში“. ლენტინის პოპულარობის გამო მისი თანატოლები ფრენკს „მეფეს“ უწოდებდნენ.
ბავშვობაში ფრენკი ფეხბურთს თამაშობდა, აქედან მომდინარეობს მისი კიდევ ერთი ზედმეტსახელი „სამფეხა ფეხბურთელი“.[4] ფრენკს ჰყავდა მეუღლე ტერეზა მური და ოთხი შვილი: ჯოზეფი, ნატალი, ფრენკი, ჯეიმსი.[5]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- James G. Mundie, "The Life History of Francesco A. Lentini, Three-legged Wonder" pitchbook pamphlet (with photos)
- J. Tithonus Pednaud, FRANCESCO LENTINI – The Three- Legged Man
- www.pinterest.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ aww.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-23. ციტირების თარიღი: 2016-05-05.
- ↑ David Wallechinsky & Irving Wallace. Biography of Three-Legged Wonder Franceso A. Lentini Part 1. trivia-library.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-08. ციტირების თარიღი: 2012-09-26.
- ↑ ფრენკ ლენტინი-სამფეხა ადამიანი(ნამდვილი ამბავი + ფოტოები) intermedia.ge
- ↑ FRANCESCO LENTINI – THE THREE- LEGGED MAN www.thehumanmarvels.com
- ↑ Mario Barresi (2010-08-29). „L'uomo di Rosolini che aveva tre gambe. E due paia di organi genitali“ (იტალიური). ragusanews. ციტირების თარიღი: 2012-09-27.