ჯო ფრეიზიერი
(გადამისამართდა გვერდიდან ფრეიზიერი, ჯო)
ჯოზეფ უილიამ „ჯო“ ფრეიზიერი (12 იანვარი, 1944 – 7 ნოემბერი, 2011) — ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, ზაფხულის 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წინაში (1970-1973 წლებში WBC-ის ვერსიით, 1970-1973 წლებში WBA-ის ვერსიით).
ჯო ფრეიზიერის პროფესიონალური კარიერა მოიცავდა 1965-1976 წლებს, ასევე 1981 წელს, როდესაც მან ერთი ბრძოლა ჩაატარა. 1971 წელს ე.წ. „საუკუნის ბრძოლაში“ ფრეიზიერმა დაამარცხა მანამდე დაუმარცხებელი მუჰამედ ალი[1][2].
გარდაიცვალა 2011 წლის 7 ნოემბერს ღვიძლის კიბოთი, 67 წლის ასაკში[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯო ფრეიზიერი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი.
- ჯო ფრეიზიერის პროფილი დაარქივებული 2012-10-12 საიტზე Wayback Machine. BoxRec-ზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გარდაიცვალა ლეგენდარული მოკრივე, ჯო ფრეიზიერი. „რადიო თავისუფლება“, 08.11.2011.
- ↑ ჯო ფრეზერი - მუჰამედ ალი (1971) (ვიდეო), საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“.