ფრედერიკ ბაზილი
ჟან ფრედერიკ ბაზილი (ფრანგ. Jean Frédéric Bazille, დ. 6 დეკემბერი, 1841 — გ. 28 ნოემბერი, 1870) — ფრანგი იმპრესიონისტი.
ფრედერიკ ბაზილი | |
---|---|
ავტოპორტრეტი, 1865—1866 | |
სრული სახელი | ჟან ფრედერიკ ბაზილი |
დაიბადა | 6 დეკემბერი, 1841 |
დაბადების ადგილი | მონპელე |
გარდაიცვალა | 28 ნოემბერი, 1870 |
გარდაცვალების ადგილი | Beaune-la-Rolande[1] [2] |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | იმპრესიონიზმი |
ჟანრი | პორტრეტი[1] [2] , პეიზაჟი[1] [2] , figure painting[1] [2] , ნატურმორტი[1] [2] და საჟანრო ფერწერა[1] [2] |
ფრედერიკ ბაზილი დაიბადა შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და მან გადაწყვიდა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთან, ალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე“. ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზებული ჰოსპიტალი“.
ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა.
სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ.
ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პრუსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.
გალერეა
რედაქტირება-
სახელოსნო ლა კორდამინის 9–ში, პარიზი, 1870 წ.
-
რენუარის პორტრეტი, 1867 წ.
-
ოჯახის წრეში, 1868 წ.
-
ვარდისფერი კაბა, 1864 წ.
-
სოფლის ხედი, 1868 წ.
-
ტუალეტი, 1869–1870 წწ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება