ფრანს კორდოვა
ფრანს კორდოვა ( ფრანგ. . Anne-Dominic Córdova ; დ. 5 აგვისტო, 1947, პარიზი, საფრანგეთი) — ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მეცნიერი. ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი 2014 წლიდან. პერდუს უნივერსიტეტის პრეზიდენტი და კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს კანცლერი, სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-კანცლერი, ნასას ყოფილი წამყვანი მეცნიერი, ასევე მუშაობდა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, დამსახურებული პროფესორი,National Associate of the National Academies. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2022) [2] და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2022) წევრი.[3]
ფრანს კორდოვა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1947 (77 წლის) |
დაბ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | University of California, Riverside, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (სანტა-ბარბარა), National Science Foundation, პერდიუს უნივერსიტეტი, ნასა და ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია |
ალმა-მატერი | კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და Bishop Amat Memorial High School |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | NASA Distinguished Service Medal, Women in Space Science Award, honorary doctor of Purdue University, honorary doctor of the Duke University, honorary doctor of Ben-Gurion University და ლეო ზილარდის პრემია[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანს კორდოვა გაიზარდა კალიფორნიაში მრავალშვილიან ოჯახში. იგი 12 შვილიდან უფროსია; მამა — მექსიკელი-ამერიკელი ფრედერიკ კორდოვა, დედა — ირლანდიელი ამერიკელი ჯოან მაკგინესი; ოჯახი ევროპიდან შეერთებულ შტატებში 1953 წელს დაბრუნდა. [4] სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ( მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში cum laude, 1969 წ.), ბედი სცადა ჟურნალისტიკაში. თანამშრომლობდა LA Times- თან. მან მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან 1979 წელს, მანამდე მუშაობდა იქ და MIT-ში. შემდეგ მუშაობდა ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში ასტროფიზიკოსად, სწავლობდა თეთრ ჯუჯებს და პულსარებს. მიღო ჯგუფის ლიდერის მოადგილის თანამდებობა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საკითხებში (1988 წელს). იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე და დაქორწინდა. 1989-1993 წლებში იყო პროფესორი და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1993-1996 წლებში — NASA-ს მთავარი მეცნიერი — ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. 1997 წლიდან არის ფიზიკის პროფესორი და კვლევის საკითხებში კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა-ბარბარა) ვიცე-კანცლერი, ხოლო 2002 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი, რივერსაიდში. 2007 წლიდან პერდუს უნივერსიტეტის პრეზიდენტია, 2012 წლიდან ემერიტუს პრეზიდენტი. ის იყო სმიტსონის ინსტიტუტის რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარე (2012 წლიდან, წევრი 2009 წლიდან), მაიოს კლინიკის რწმუნებული, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრი, შედიოდა Science Applications International Corporation - ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. ფრანს კორდოვა არის ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის და Association for Women in Science - ის წევრი.
ფრანს კორდოვა არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. NASA-სგან მიღებული აქვს უმაღლესი ხარისხის ჯილდო — მედალი "გამორჩეული სამსახურისთვის"(1996), Kilby International Award (2000), სტენფორდის Distinguished Alumna (2007), Citation for Leadership and Achievement от Council for Scientific Society Presidents (2018), ლიდერობისთვის შეყვანილია ჟურნალ U.S. News (2018) - ის (STEM Leadership Fame) დიდების დარბაზში.[5]
მინიჭებული აქვს რამდენიმე საპატიო დოქტორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფრანს კორდოვა დაქორწინებულია კრისტიან ჯ. ფოსტერსზე, წყვილს ჰყავს ორი შვილი: ანა-კატრინი და სტეფანე. [6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/szilard.cfm
- ↑ 2022 NAS Election. ციტირების თარიღი: 2022-05-09
- ↑ The American Philosophical Society Welcomes New Members for 2022. ციტირების თარიღი: 2022-05-27
- ↑ Celebrating Women in STEM: Dr. France A. Córdova - University News |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-13. ციტირების თარიღი: 2018-12-13
- ↑ Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2018-12-13
- ↑ "Press release : Cordova named NASA Chief Scientist" (TXT). Nasa.gov.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-06. ციტირების თარიღი: 2022-01-06