ფრანსუა გიიო (ფრანგ. François Guizot; დ. 4 ოქტომბერი, 1787, ნიმესი, საფრანგეთის სამეფო — გ. 12 სექტემბერი, 1874, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის მე-17 პრემიერ-მინისტრი 1847-1848 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი 1840-1848 წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი 1830 წელს და განათლების მინისტრი 1832-1834 და 1836-1837 წლებში.

ფრანსუა გიიო

საფრანგეთის პირველი იმპერიის პერიოდში ის ძირითადად პუბლიცისტური წერილებისა და რომანების გამოცემით იყო დაკავებული. ბურბონების რესტავრაციის დროს აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1830 წელს ლუი-ფილიპ ორლეანელის მომხრეთა ლიდერიც კი გახდა. ის იდეოლოგიით კონსერვატორი იყო და სახელმწიფოს განვითარების უმთავრეს გზად კონსტიტუციური მონარქიასა და ფეოდალიზმის ამაღლებას მიიჩნევდა. 1830-იან წლებში მეფის დავალებით, ამბოხებული მოსახლეობის გულის მოსაგებად გაატარა რამდენიმე რეფორმა. საფრანგეთში მძვინვარე მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო 1848 წელს დაიწყო რევოლუცია, რომლის დროსაც გადააყენეს მეფე ლუი-ფილიპთან ერთად.

ცხოვრების უკანასკნელ წლებში გამოსცა უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა უმრავლესობა ძირითადად პოლიტიკას ეხებოდა. გარდაიცვალა ღრმამოხუცებული, 87 წლის ასაკში, 1874 წელს, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება