ფრენკ ბენტონი

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანკ ბენტონი)

ფრენკ ბენტონი (ინგლ. Frank Benton; დ. 5 ივლისი, 1852 — გ. 28 თებერვალი, 1919, ფორტ-მაიერსი, აშშ) — ამერიკელი ენტომოლოგი, მკვლევარი, მეფუტკრეობის ნოვატორი და ავტორი.[1]

ფრენკ ბენტონი
მშობლიური სახელი ინგლ. Frank Benton
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1852
გარდაცვალების თარიღი 28 თებერვალი, 1919 (66 წლის)
ფორტ-მაიერსი
ეროვნება დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საქმიანობა მეცნიერი, ენტომოლოგი

ბენტონი დაიბადა ქოლდუოთერსში, მიჩიგანში. სწავლობდა მიჩიგანის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში. მიიღო ბაკალავრის და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მოგვიანებით სწავლობდა ტენესის უნივერსიტეტში, მიუნხენის უნივერსიტეტსა და ათენის უნივერსიტეტში. იყო ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ენტომოლოგიის ბიუროს, ვაშინგტონის ენტომოლოგიური საზოგადოების, ჩრდილოეთ ამერიკის მეფუტკრეთა ასოციაციის, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარების ამერიკის ასოციაციის წევრი. ბენტონი ასევე ცნობილია დედა ფუტკრის გადასაზიდი სპეციალური საფოსტო გალიის გამოგონებით (ე. წ. ბენტონის გალია). ბენტონი არის ორი წიგნის ავტორი, „მეფუტკრეობა“ და „მეთაფლია ფუტკარი“ (1896).[2].

ფრენკ ბენტონი და ილარიონ ქავთარაძე, საქართველო, დაახლოებით 1905 წ.

სხვადასხვა ფუტკრის შესასწავლად და საუკეთესო ჯიშების გამოსავლენად ბენტონი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. 1905 წელს ბენტონი ჩამოვიდა საქართველოში[3] ქართული ფუტკრის (ლათ. Apis Mellifera Caucasia) უკეთ შესასწავლად. ადგილობრივმა ფუტკარმა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდგომში ბენტონი აქტიურად უჭერდა მხარს ქართული ფუტკრის იმპორტს შეერთებულ შტატებში.

ინდოეთში დიდი ზომის ფუტკრების (ლათ. Apis dorsata) კვლევისას მას „ჯუნგლების ცხელება“ შეეყარა. ბენტონი გარდაიცვალა ფორტ-მაიერსში, 1919 წლის 28 თებერვალს.

  • „მეფუტკრეობა“ (1896);
  • „მეთაფლია ფუტკარი“ (1896).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://archives.msu.edu/findaid/062.html
  2. Status of breeding practices and genetic... (PDF Download Available). ციტირების თარიღი: 2018-05-22.
  3. http://www.nationalgeographic.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-05. ციტირების თარიღი: 2018-05-26