ფრანით მორბენალი

ხალედ ჰოსეინის ნოველა

ფრანით მორბენალი “ (ინგლ. The Kite Runner) — ხალედ ჰოსეინის ავღანური სადებიუტო რომანი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„ფრანით მორბენალი“
The Kite Runner

წიგნის ყდა
ავტორი ხალედ ჰოსეინი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური ენა
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა, რომანტიკული რომანი
გამოცემის თარიღი 2003
მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი
მედია წიგნი ( რბილი ყდა)
გვერდი 393
მომდევნო ათასი მოელვარე მზე
ISBN ISBN 978-9941-463-88-4

გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა.

წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. „1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ვღანეთის სიკვდილს მოიტანენ“ – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. გვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება