ფრანგული ინსტიტუტი

ფრანგული ინსტიტუტი (ფრანგ. Institut français) — საჯარო სამეწარმეო და კომერციული ორგანიზაცია საფრანგეთში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების ზედამხედველობის ქვეშ. მისი ძირითადი მისიაა ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით და კულტურათაშორის დიალოგის ხელშეწყობა. ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებასთან საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ.

შეიქმნა 2011
ტიპი établissement public, სამთავრობო სააგენტო, ორგანიზაცია და cultural promotion organisation
ქვეყანა საფრანგეთი
თავმჯდომარე Eva Nguyen Binh[1]
http://www.institutfrancais.com

ფრანგული ინსტიტუტის ქსელის პირველი ორგანიზაცია 1907 წელს შეიქმნა ფლორენციაში. 2011 წლიდან ინსტიტუტი აერთიანებს საზღვარგარეთ მოქმედი სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციას და ამჟამად წარმოდგენილია 150 ფილიალის სახით, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია ფრანგული კულტურული ინსტიტუტების და პროექტების ფართო ქსელთან, მ. შ. „ალიანს ფრანსეზსთან“ (Alliance française).

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი 2002 წლიდან არსებობს თბილისში. ის წარმოადგენს ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის (დაარსდა 1998) მემკვიდრეს. მისი საქმიანობა გულისხმობს ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობას (მ. შ., ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების გზით), საფრანგეთში სასწავლო სტიპენდიების და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის მხარდაჭერას, ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ინსტიტუტი ასევე ატარებს საერთაშორისო გამოცდებს ფრანგული ენის მცოდნის დიპლომების გასაცემად (DELF/DALF, TCF, TEF, TEFAQ).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო