ფორდ მუსტანგი

American muscle

ფორდ მუსტანგი (ინგლ. Ford Mustang) — პოპულარული ამერიკული ავტომანქანა. თავდაპირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია — თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიარბორნში, მიჩიგანი. ფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის, ფასისა და წარმადობის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა.

2011 წლის ფორდ მუსტანგი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: