ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები (ფილმი)
ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები (ინგლ. Folklore: The Long Pond Studio Sessions) - 2020 წლის ამერიკული დოკუმენტური მუსიკალური ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი , გამოვიდა 2020 წლის 25 ნოემბერს, Disney + ზე. ფილმში სვიფტი ასრულებს სიმღერებს თავისი მერვე სტუდიური ალბომ ფოლკლორიდან (2020) და ასევე გვიყვება თითოეული სიმღერის ისტორიას პროდიუსერებთან : ჯეკ ანტონოფთან და აარონ დესნერთან ერთად.
ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ტეილორ სვიფტი |
მონაწილეობენ |
ტეილორ სვიფტი ჯეკ ანტონოფი აარონ დესნერი ჯასტინ ვერნონი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
საიტი |
ეს სვიფტის მეოთხე ფილმია 1989 მსოფლიო ტური (2015), Taylor Swift: Reputation Stadium Tour (2018) და Miss Americana (2020)-ს შემდეგ. ფილმმა ფართო მოწონება დაიმსახურა. ფილმის გამოსვლასთან ერთად გამოვიდა ფოლკლორის ახალი ვერსია სადაც შესული იყო ფილმში ცოცხლად შესრულებული ალბომის სიმღერები.
ფილმი ჰიბრიდია დოკუმენტურ ფილმსა და საკონცერტო ფილმს შორის. ფილმში ასევე აღინიშნა რომ სვიფტი, დესნერი და ანტონოფი პირველად შეიკრიბნენ ერთად COVID-19 -ის გამო. მათ დისტანციურად ჩაწერეს ალბომი. ფილმში ასევე დისტანციურად სრულდება "Exile" ჯასტინ ვერნონის და ტეილორ სვიფტის შესრულებით.
მონაწილეებირედაქტირება
გამოხმაურებარედაქტირება
ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება კინოსა და მუსიკის კრიტიკოსებისგან . Rotten Tomatoes-ზე[1] ფილმს აქვს მოწონების მაჩვენებელი 100% 11 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო რეიტინგი 7.30 / 10. Metacritic-ზე[2] მას აქვს 76 /100 -დან 7 მიმოხილვის საფუძველზე. ენდრიუ ბარკერიმ Variety-ში შეაქო ულამაზესი გარემო, პეიზაჟები, შესრულება და მუსიკა. IMDb-ზე[3] ფილმს აქვს 8.5 / 10-დან.
ფილმმა მიიღო ასევე კარგი შეფასებები:NME- ს მწერალ უილ რიჩარდსგან, The New York Times-სგან , Jon Pareles -სგან, Sydney Urbánek-სგან , Rolling Stone-სგან და IndieWire–სგან.
ფოლკლორი (ალბომი)რედაქტირება
გრემის მფლობელი ალბომი 2020 წლის 24 ივლისს გამოვიდა და პირველივე კვირას 800 000 ასლზე მეტი გაყიდვით პირველი ადგილი დაიკავადა ბილბორდ 200-ში. სულ ალბომმა პირველ ადგილზე სხვა ალბომებთან შედარებით ყველაზე მეტი, 8 კვირა გაატარა.
ალბომს გამოსვლისთანავე დადებითი შეფასებები მოჰყვა და მაღალი ქულები დაიმსახურა სხვადასხვა საიტზე (მაგ. Metacritic-88, AnyDecentMusic 8.5)
ალბომმა წლის ალბომის ჯილდო მიიღო გრემის 2021 წლის დაჯილდოებაზე. ის ნომინირებული იყო შემდეგ კატეგორიებში: წლის ალბომი და წლის პოპ ვოკალური ალბომი. ამ მოგებით ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო 3-ჯერ აქვს მოგებული. ის 2016 წელს გახდა პირველი ქალი ვისაც ორჯერ ჰქონდა მოგებული წლის ალბომი (ალბომებისსთვის 1989 და fearless). მან პირველად ეს ჯილდო 2010 წელს მოიგო. 2017-ში ადელმა აიღო წლის ალბომის პრიზი რითაც ის მეორე ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ერთზე მეტი წლის ალბომის ტიტული ჰქონდა. სულ 6 მომღერალია მათ შორის კი მხოლოდ ორია ქალი - ტეილორ სვიფტი და ადელი.
ფილმში შესრულებული სიმღერების სიარედაქტირება
ნომერი | სიმღერის სახელი | ავტორი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | "The 1" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:39 |
2. | "Cardigan" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:50 |
3. | "The Last Great American Dynasty" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:52 |
4. | "Exile" (featuring Bon Iver, The Long Pond Studio Sessions) |
|
4:39 |
5. | "My Tears Ricochet" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:55 |
6. | "Mirrorball" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:57 |
7. | "Seven" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:28 |
8. | "August" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:20 |
9. | "This Is Me Trying" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:29 |
10. | "Illicit Affairs" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:03 |
11. | "Invisible String" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:17 |
12. | "Mad Woman" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:58 |
13. | "Epiphany" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:34 |
14. | "Betty" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:50 |
15. | "Peace" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:34 |
16. | "Hoax" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:41 |
17. | "The Lakes" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:19 |
მთლიანი ხანგრძლივობა | 67:00 |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ FOLKLORE: THE LONG POND STUDIO SESSIONS. www.rottentomatoes.com. (27 დეკემბერი, 2020)
- ↑ folklore: the long pond studio sessions: Season 1. www.metacritic.com. (27 დეკემბერი, 2020)
- ↑ Folklore: The Long Pond Studio Sessions. www.imdb.com. (27 დეკემბერი, 2020)