კილიტა
(გადამისამართდა გვერდიდან ფოლგა)
კილიტა — სხვადასხვა ლითონისა და ლითონთა შენადნობის თხელი (2-100 მკმ) ფურცლები ან ლენტები. კილიტა სხვადასხვა დანიშნულებისაა.
- ალუმინის სასურსათო კილიტას იყენებენ საკონდიტრო და თამბაქოს ნაწარმის, ჩაის და სხვათა შესაფუთავად.
- ალუმინის ტექნიკურ კილიტას - კონდენსატორებისათვის ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, თერმო და ჰიდროიზოლაციისათვის და სხვა;
- კალისა და კალა-ტყვიის კალით მიტკეცილ კილიტას - ელექტროტექნიკური მრეწველობისათვის, ხელსაწყოთმშენებლობისათვის და სხვა;
- ტყვიისას - თამბაქოს ნაწარმის შესაფუთავად;
- ნეიხელბერისას - ხელსაწყოთა დეტალებისათვის (მემბრანა და სხვა);
- სპილენძის კილიტას - დინამომანქანების მუსების, გამომყვანი კონტაქტების, ნაბეჭდი სქემებისათვის და მისთანები.
ამზადებენ აგრეთვე კაშირებულ კილიტას (ქაღალდის ლენტზე მიტკეცილი); იყენებენ კაბელის მრეწველობაში.
პოლიგრაფიაში წიგნის გარეკანზე ტვიფრვისას ხმარობენ კალკის ან ცელოფანის ლენტების სახით დამზადებულ კილიტას, რომელიც ცალი მხრიდან შემკვრელთან შერეული ამა თუ იმ პიგმენტის ფენითაა დაფარული. ამავე მიზნისათვის ამზადებენ ბრინჯაოსა და ალუმინის კილიტას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 516.