ფლექსატონი (გერმ. Flexaton ლათ. flexio — მოღუნვა; ხმის შეცვლა და ბერძნ. tonos — ხმის ამაღლება, ტონი) — ენაკანიანი დასარტყმელი საკრავი. გამოიგონეს 1920-იან წლებში. შედგება ე. წ. დრეკადი ენაკისაგან (მავთულის ჩარჩოზე დამაგრებული, წაგრძელებული სამკუთხედის ფორმის ფოლადის თხელი ფირფიტა) და ამ ენაკზე დამაგრებული ორი პატარა ბურთულისაგან. ფლექსატონი მოღუნულია, მუჭში სახელურით იჭერენ. მისი გაშლა-მოღუნვით, აგრეთვე ჰაერში შერხევით ბურთულები ამოძრავდება და საკრავი ხმოვანებს. ფლექსატონისთვის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. დიაპაზონი III ოქტავის დო-დიეზი — IV ოქტავის რე. ფლექსატონს აქვს მსტვინავი, გამაყრუებელი ხმა.

ფლექსატონი

ლიტერატურა

რედაქტირება