ფლავის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ფლავის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის თავში, ადგილ ბატონის საყდრის ძირში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანით. აღმოჩენილია 1929 წელს მიწის დამუშავების დროს. მასალა (თიხის შავი ჭურჭელი და ყურიანი ქოთანი) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 111.