რომა ფლავიო(191სმ 83კგ) დაიბადა 1974 წლის 21 ივნისს იტალიაში კერძოდ რომში.მისი კარიერა დაიწყო რომაულ ლაციოში.ეს იყო 1993 წელი.იგი მესამე მეკარედ ითვლებოდა ლაციოში.ლაციოში მან თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა და ამიტომ ამავე წელს გადავიდა არენდით მანტოვაში. იგი იქ ერთი წლით იყო.მან მანტოვაში მხოლოდ 3 თამაში ითამაშა.1995 წელს იგი ისევ დაბრუნდა ლაციოში.მაგრამ მაინც ვერაფერს აკეთებდა.ამის გამო ის გადავიდა სერია ც–ს გუნდ ვენეციაში.ეს იყო 1995 წელი.ვენეციაში მან 7 თამაში ჩაატარა.და არც ისე ცუდად როგორც მანტოვაში.შემდეგ იგი გადავიდა 1996 წელს ფიორენზუოლაში სადაც იგი ძირითად მეკარედ ითვლებოდა.მან ფიორენზუოლაში ნამდვილად კარგად ითამაშა.ამის შემდეგ 1997 წელს იგი გადავიდა ფოგიაში.მან იქ 36 მატჩი წარმატებით ჩაატარა.შემდეგ ის 1998 წელს გადავიდა კიევოში.ალბათ დააკვირდით თუ რა მალე იცვლიდა გუნდებს ფლავიო.მან კიევოში 30 თამაში წარმატებით ჩაატარა.1999 წელს იგი გადავიდა პიაჩენცაში სადაც მან 70 თამაში ჩაატარა და ძალიან კარგადაც.2001 წელს იგი გადავიდა პიაჩენცადან მონაკოში,იქ იგი 8 წელი თამაშობდა, ანუ 2009 წლამდე.მონაკოში ფლავიო ძალიან კარგად თამაშობდა და 8 წლის განმავლობაში მონაკოს ერთ–ერთ ძირითად მეკარედ ითვლებოდა.მონაკოში მან 205 თამაში ჩაატარა.2009 წელს იგი მილანში გადავიდა და მეოთხე მეკარედ ითვლებოდა სანამ,გუნდს მარკო სტორარი დატოვებდა.როდესაც მარკო სტორარიმ გუნდი დატოვა ფლავიო მესამე მეკარედ ჩაითვალა.დღესაც ასეა, იგი დღესაც მილანშია, დღესაც მესამე მეკარეა და 31 ნომრიან მაისურს ატარებს.