ფიჯის სამზარეულო
ფიჯის სამზარეულო — ფიჯის კერძების ერთობლიობა. ის ტრადიციულად ძალიან ჯანსაღია. მათი კერძები ხშირად მოიცავს გორგლსა და ქოქოსს. [1] მაღალკალორიული კერძები განკუთვნილია შრომისმოყვარე სოფლის მოსახლეობისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი ენერგია, როდესაც მუშაობენ ფერმებში. ისინი ასე იქცევიან, იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები და ჭარბწონიანობა. [2] ფიჯი მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ოჯახებში ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებთან ერთად მზადდება სხვა ეროვნებებისათვის დამახასიათებელი საკვებიც, როგორებიცაა: ინდური სუნელოვანი და ჩინური კერძები. ფიჯი ასევე ცნობილია აქ მომზადებული ზღვის პროდუქტებით.
საჭმელები
რედაქტირებაროტი არის პურის სახეობა, რომელსაც ფიჯიში რეგულარულად მოიხმარენ. როგორც წესი, მას მიირთმევენ ნებისმიერი სახის სანელებლებისა და ბრინჯის თანხლებით, რომელიც ჩვეულებრივ ბანანის ფოთოლზეა განთავსებული.
სადილის კერძები სოფლებში მეტწილად არის რურუ (დალოს ფოთლები), რომელსაც მიირთმევენ მოხარშული ტავიოკასთან ან ახალი თევზის წვნიანთან ერთად.
ვახშამი ჩვეულებრივ სანელებლებიან სუპს მოიცავს, რომელსაც ამზადებენ ხორცის/ თევზისაგან ან ქათმის ფილესაგან. ხორცის შესაზავებლად იყენებენ კარტოფილსა და ბოსტნეულებს.
წასახემსებლები
რედაქტირებაწასახლემსებლებსა და დესერტებს ხშირა მიირთმევენ შესვენებებზე, დილისა და შუადღის ჩაის შესვენებების შემდეგ. ზოგიერთ მათგანში შედის კექსები, რომლებიც შეიცავენ ბანანსა და ანანასს, ასევე გოგრას. ასევე ხშირია ორთქლზე მომზადებული პუდინგები, მაგრამ ისინი მდიდარია შაქრებით და ცხიმებით. სახლებში იყენებენ ქოქოსის კრემს და კარამელიზებულ შაქარს. ამ ინგრედიენტებს უმატებენ ფხვნილს, საჭმლის ფერს და გამაფხვიერებელს. პუდინგის ნარევს ფორმებში ასხამენ და ატარებენ ორთქლზე 1-2 საათის განმავლობაში. არომატის გაუმჯობესების მიზნით, ზოგჯერ ემატება დარიჩინი ან ქიშმიში. დესერტებს ამზადებენ კასავებისაგანაც. კასავა ჯერ გახეხილია და შაქარს უმატებენ. მას შეფუთავენ ბანანის ფოთლებში და ორთქლზე ხარშავენ. დამწვარი შაქრის პუდინგი (პურინი ან პუდინი) ფიჯის სამზარეულოში ყველაზე პოპულარული დესერტია. მისი ისტორიული წარმოშობა უცნობია, მაგრამ სავარუდოდ, მათი წარმოშობა ბრიტანელებს უკავშირდება, რადგან მათ უყვართ საკონდიტრო ნაწარმი და ორთქლზე მომზადებული პუდინგები. ვაკალოლო არის ტრადიციული დესერტი, რომელსაც ამზადებენ კასავასთან, ქოქოსთან, ჯინჯერის ფესვთან და შაქართან ერთად, შემდეგ კი ბანანის ფოთლებში გახვეულს ორთქლზე აცხობენ.
ინგრედიენტები
რედაქტირებატარო არის მშრალი მიწისქვეშა კულტურა, რომლესაც არტიშოკის მსგავსი გემო გააჩნია. ეს ინგრედიენტი ყველაზე მნიშვნელოვანია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. [3] ქვეყანაში მისი 70-ზე მეტი ჯიში ხარობს. ზოგი ვარდისფერი ან ყვითელი ხდება, ზოგი კი მომზადების შემდეგ თეთრ ფერს ინარჩუნებს. მისი მოყვანა ნებისმიერი ნიადაგის პირობებში შეიძლება.[4][5]
კუმალა ან ტკბილი კარტოფილი ტრადიციულად არ იყო მთავარი ფიჯიური კერძის მთავარი ელემენტი. ის პაპუა-ახალი გვინეიდან ჩამოიტანეს. მისი მოყვანა ადვილია და კარგ მოსავალს იძლევა, ასევე ყველაზე იაფია ფესვოვან კულტურებს შორის და მოსახლეობის უმატესობა წვნიანის სახით მიირთმევს.
ბრინჯი ფიჯიში ინდოელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს და ადგილობრივ ნიადაგზე დანერგეს. [6]
კვების წესების ცვლილებები
რედაქტირებაკვების რეჟიმის ცვლილებებთან ერთად გაიზარდა მაღალკალორიული კერძების მიღება და შემცირდა ხილითა და ბოსტნეულით კვება.[7][8][4][5] დამუშავებული საკვები უფრო ხელმისაწვდომია მაღაზიებსა და სასადილოებში და ბევრად იაფიცაა. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ნატრიუმს, რომლებიც ხელს უწყობენ სიმსუქნის, დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ამასთან, ტრადიციულ საკვებს მაინც აფასებენ და განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ. ბავშვების 90% ყოველდღიურად მოიხმარს შაქრიან ტკბილ სასმელებს, 74%-ზე ნაკლები ხილსა და ბოსტნეულს. [9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jansen, A. A. J., Parkinson, S, Robertson, A. F. S. (1990) Food and Nutrition in Fiji: Food production, composition, and intake. ISBN 9820200601
- ↑ Schultz JT, Vatucawaqa P, Tuivaga J. (2005) 2004 Fiji National Nutrition Survey. Suva: Fiji Ministry of Health;
- ↑ Jansen, A. A. J., Parkinson, S, Robertson, A. F. S. (1990) Food and Nutrition in Fiji: Food production, composition, and intake. ISBN 9820200601
- ↑ 4.0 4.1 Dignan C, Burlingame B, Kumar S, Aalbersberg W. (2004) The Pacific Islands food composition tables 2nd Ed.
- ↑ 5.0 5.1 Saito S. (1995) 1993 National Nutrition Survey. Main Report. National Food and Nutrition Committee: Suva, Fiji
- ↑ Jansen, A. A. J., Parkinson, S, Robertson, A. F. S. (1990) Food and Nutrition in Fiji: Food production, composition, and intake. ISBN 9820200601
- ↑ Willmott JV (1971). "Food consumption trends". Fiji School Med J. 10 (5): 10.
- ↑ Wilkins R. (1963) Dietary Survey in a Fijian village, Naduri. South Pacific Health Service: Nadroga
- ↑ Wate, J. T. (2013). მოზარდების კვების ტიპები ფიჯიში International Journal of Behavioral Nutrition and Physical Activity. 10: 45. doi:10.1186/1479-5868-10-45. PMC 3637506.