ფიცის კაცებიიმერეთის მეფის გვარდია, რომელიც შექმნა მეფე სოლომონ I-მა. 1752 წელს სოლომონმა ტახტზე ასვლისთანავე აკრძალა ტყვეთა ვაჭრობა, რის გამოც მას აუჯანყდა კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი, ბიძები მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, ბაბუა ლევან აბაშიძე, დედა თამარ აბაშიძე და სოლომონი ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ სოლომონი ერთგულ მხლებლებთან ერთად გაიქცა ახალციხეში და ფაშას შემწეობა სთხოვა. მიღებული რესურსებით სოლომონმა ერთგული აზნაურებისაგან და გლეხებისაგან ჩამოაყალიბა პირადი გვარდია „ფიცის კაცები“.

ფიცის კაცებმა მონაწილეობა მიიღეს იმერეთის სამეფოს თითქმის ყველა გარდამტეხ მოვლენაში 1754-1810 წლებში.

ფიცის კაცების სტრუქტურა და მიზნები

რედაქტირება
  • მეთაური: ბერი ლორთქიფანიძე
  • წევრები: მესხები, ღოღობერიძეები, ავალიანები, გრიგალაშვილები, ქოქრაშვილები, მიქაბერიძეები, ჭაბუკიანები ,იაშვილები, ყიფიანები, უგრეხელიძეები და იოსელიანები
  • რაოდენობა: 1000 კაცი
  • თავშეყრის ადგილი: სოფელი ლეკერწა
  • ფიცის დადების დღე 15 მაისი 1754
  • ფუნქცია: ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, ტყვეთა სყიდვის აღკვეთა.
  • უფლებები: შეუზღუდავი
  • სტატუსი: მეფის ძმადნაფიცობა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.