ფიშერინგის ციხესიმაგრე

ფიშერინგის ციხესიმაგრე (გერმ. Burg Vischering) — ციხესიმაგრე ლუდინგჰაუზენში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია. XVI საუკუნეში კომპლექსი თითქმის მთლიანად აღადგინეს, მაგრამ ციხესიმაგრემ ძლიერი ციხის ფუნქციების შენარჩუნება მოახერხა. ფიშერინგის ციხესიმაგრე ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე კარგად შემონახული ციხესიმაგრეა მთელს მიუნსტერში. ციხე შედგება გარე თავდაცვითი ეზოსგან, კარიბჭეებისგან, თხრილისგან, ხიდისგან, მთავარი შენობისა და სამლოცველოსაგან.

ფიშერინგის ციხე აშენდა ეპისკოპოს გერჰარდ ფონ დერ მარკის დავალებით. თუმცა ის მალევე გადაეცა დროსტე ცუ ფიშერინგთა ოჯახს. დროსტე იყო ადგილობრივი ტიტული მემკვიდრეობით კეთილშობილი პირებისთის, რომლებიც ემსახურებოდნენ მიუნსტერის ეპისკოპოსებს. მთავარი შენობა არის ცხენის ფორმის სამსართულიანი ნაგებობა მასიური გარე კედლით. ციხე ხანძარმა გაანადგურა 1521 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო თავდასხმისგან მიღებული ზარალი უმნიშვნელო იყო.

ფიშერინგის ციხესიმაგრეში განთავსებულია მიუნსტერლანდმუზეუმი, რაინდობის გამოფენა პატარებისთვის, ასევე კაფე-რესტორანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება