ფირუზ კოჩობაშვილი
ფირუზ კოჩობაშვილი (დ. 7 აგვისტო, 1951, ახალციხე) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ფირუზ კოჩობაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1951 |
დაბადების ადგილი | ახალციხე, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
1974 წელს დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი. 1974-1976 წლებში იყო ბორჯომის ხორცისა და რძის კომბინატის, მუშა, ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი. 1976-1977 წლებში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1977-1983 წლებში მუშაობდა ბორჯომის ხორცისა და რძის კომბინატში. 1983-1991 წლებში ბორჯომის აგროსამრეწველო გაერთიანების განყოფილების უფროსი. 1991-2000 წლებში ბორჯომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსი. 2000-2001 წლებში მუშაობდა შპს „ბიგში“. 2005-2008 წლებში სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. 2008 წლის 19 თებერვლიდან 2008 წლის 7 ივნისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფირუზ კოჩობაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფირუზ კოჩობაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)