ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფირუდინ შუშინსკი (აზერ. Firudin Şuşinski, ნამდვილი სახელი: ფირუდინ მუჰამედ ოღლუ გასანოვი; 20 ოქტომბერი 1925, შუშა — 25 ოქტომბერი 1997, ბაქო) — აზერბაიჯანელი მუსიკათმცოდნე და მკვლევარი,[1] 400-ზე მეტი სტატიის და ნარკვევის ავტორი, აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ფირუდინ შუშინსკი
აზერ. Firudin Şuşinski
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1925(1925-10-20)
დაბ. ადგილი შუშა
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1997(1997-10-25) (72 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია ბარდა
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
საქმიანობა მუსიკოლოგი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და Q16414824?
ჯილდოები მედალი „მამაცობისათვის“ და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფირუდინ გასანოვი 1925 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ შუშაში დაიბადა.[2] მამამისი მუჰამედ ბეკი, მუჰამედ ჯავარის გვარის, ხოლო დედა საიარხანუმი ჯავანშირების საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. მუჰამედ ბეკი მეგობრობდა მწერალ, ფილოლოგ, მთარგმნელ და სახელმწიფო მოღვაწე ფირიდუნ - ბეკ ქოჩალინსკისთან, ამიტომაც ვაჟიშვილს მისი სახელი დაარქვა. ფიურუდინ შუშინსკი მუსკალურ გარემოში იზრდებოდა, ბავშვობიდან ისმენდა ცნობილ კომპოზიტორთა, მუსიკოსთა, მუღამის შემსრულებელთა და თავისი დროის ვოკალისტთა შესრულებულ სიმღერებს, ყოველივე ამან მუსიკით მის გატაცებას შეუწყო ხელი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მამას, რომელმაც იგი 1931 წელს ქალაქ შუშის მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა, სადაც სამი წელი დაჰყო ვიოლინოს კლასში. პარალალეურად წარჩინებით დაამთვარდა საშუალო სკოლა. შუშის პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად გაგზავნილ იქნა სოფელ მალიბელში, სადაც მხოლოდ ოთხი თვე გაატარა.

1942 წელს გაწვეულ იქნა ფრონტზე, დიდი სამამულო ომში. 65-ე გენერალ ბატოვის არმიის შემადგენლობაში, რომელიც კურსკის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. 9 მაისის გამარჯვებას იგი კიონიგსბერგში შეხვდა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ხანი ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ქალაქ აღდამში. 1964 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მთიანი ყარაბაღის ისტორიის მთელი სერიოზულობით შესწავლის მიზნით ფირუდინ შუშინსკიმ დიდი დრო გაატარა არქივებში. 1948 სამედ ვურღუნმა შუშინსკის მასალების მომზადება დაავალა თემისათვის: „ვაგიფი ყარაბაღში“. ეს სტატია შუშინსკის პირველი გამოქვეყნებული ნაშრომი იყო. შუშინსკი ასევე დაინტერესებული იყო ნარიმან ნარიმანოვის ბიოგრაფიით, ამ უკანასკნელის იმდროინდელი მკაცრი კრიტიკის მიუხედავად.

1968 წელს გამოქვეყნდა ფირუდინ შუშინსკის წიგნი „შუშა“, რომელიც მისი მშობლიური ქალაქ შუშის ისტორიას და ცნობილ პიროვნებებს ეხებოდა. 70-იან წლებში შუშინსკი აზერბაიჯანელ სახალხო მუსიკოსების ბიოგრაფიებს იკვლევდა. ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდა მისი წიგნები ჯაბარ ჯარიაგოღლის და სეიდა შუშინსკის შესახებ. 1979 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა მისი წიგნი „აზერბაიჯანის სახალხო მომღერლები და მუსიკოსები“.[3] ფირუდინ შუშინსკი 1997 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად, დაკრძალულ იქნა „შაჰიდების სასაფლაოზე“ ქალაქ ბარდაში.

  1. Firudin Şuşinskinin Sadıqcan haqqında tədqiqatları işıq üzü gördü az. Xalq qəzeti (5 2008).
  2. Çəmənli M.. (11 2013)Bu işıqlı dünyada… az. 525-ci qəzet.
  3. Шушинский Ф. (1979). Народные певцы и музыканты Азербайджана. Советский композитор, გვ. 200.