ფირდოუსის დაკრძალვა

„ფირდოუსის დაკრძალვა“ (აზერ. Firdovsinin dəfni) — 1934 წელს შესრულებული, აზერბაიჯანელი მხატვრის გაზანფარ ხალიკოვის ნახატი. ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში, ბაქოში.[1]

ფირდოუსის დაკრძალვა
ავტორი გაზანფარ ხალიგოვი
წელი 1934
ტიპი ისტორიული ფერწერა
სიმაღლე 100
სიგანე 128
ქალაქი ბაქო
მუზეუმი აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

ნახატი შესრულებულია სპარსული პოეზიის კლასიკოსის ფერდოუსის დაბადების დღის 1000 წლის აღსანიშნავად შემდგარ გამოფენისათვის. ეს ნახატი, რომელიც შესრულებულია კლასიკური მინიატურის მანერაში, შეესაბამებოდა გამოფენის სხვა ნიმუშებს თავისი მხატვრული ფორმითაც და სტილიზაციითაც.[2]

ნახატზე აღბეჭდილია ტრაღიკული სცენა. ერთი კარიბჭიდან ასვენებენ პოეტ ფიზულის ნეშთს, ხოლო მქალაქის მეორე კარიბჭეში შედის მდიდრული ქარავანი მეფური საჩუქრებით დატვირთული, რაც ალეგორიულად მიუთითებს პოეტის დაგვიანებულ აღიარებაზე. თქმულების მიხედვით, სულთან მაჰმუდმა ერთ-ერთი თავისი მსახურისგან მოისმინა ნაკვესი „შაჰნამედან“. როდესაც მას მოახსენეს, რომ ეს არის ნაკვესი ცნობილი ფირდოუსის მიერ მისადმი მიძღვნილი პოემიდან „მეფეთა წიგნიდან“ და რომელის ავტორიც ცხოვრობს გაჭირვებაში ტუსში, სულთან მაჰმუდმა გასცა განკარგულება დაუყოვნებლად გაეგზავნათ ტუსში ფირდოუსისთვის მდიდარი საჩუქრები. ფირდოუსი რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. იმ დროს, როდესაც ერთი კარიბჭედან ასვენებდნენ ფირდოუსის, მეორე კარიბჭეში შემოდიოდა სულთან მაჰმუდის მიერ გამოგზავნილი მდიდრული ქარავანი.

  1. Халыков Газанфар Алекпер оглы Популярная художественная энциклопедия. 1986.
  2. Н. Габибов. Национальное и интернациональное в изобразительном искусстве Азербайджана. Вопросы советского изобразительного искусства и архитектуры. Советский художник. 1976. 382. 21