ფიოდოროვის სახლი (რუს. Дом Фёдорова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ფიოდოროვის სახლი
რუს. Дом Фёдорова
კოორდინატები 47°12′41″N 38°56′17″E / 47.211434° ჩ. გ. 38.938042° ა. გ. / 47.211434; 38.938042
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მეორე ნახევარი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 63.

სახლი აშენებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში არქიტექტორ პ. მაკედონსკის პროექტის მიხედვით.

1873 წლიდან 1880 წლამდე შენობის პირველი მფლობელები იყვნენ სპეციალური დავალებების ოფიცერი, კონტრ-ადმირალი პ. პერელეშინე და „კოლეჟსკი ასესორი“ მიხეილ კრავცოვი.

1880 წელს შენობა კოლეჟის მდივნის იაკობ დიაჩენკოს მფლობელობაშია. მას და მის მემკვიდრეებს სახლი ეკუთვნოდათ 1898 წლამდე. 1898 წელს სახლი შეიძინა ინჟინერ-მექანიკოსის ცოლმა ლიუბოვ კროტკოვამ. კროტკოვა სახლს ფლობდა 1906 წლამდე. შენობის უკანასკნელი მფლობელი იყო გლეხი სემიონ ფიოდოროვი. იგი სახლის მფლობელი იყო 1906–1915 წლებში.

ფიოდოროვის სახლში ცხოვრობდა ვლადიმირ მიხაილოვსკი — პედაგოგი და ბუნების ისტორიის მასწავლებელი მარინის ქალთა გიმნაზიაში და ა. გრანოვსკის კერძო სკოლაში.

ორსართულიანი სახლი აგებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მის მთავარ შესასვლელზე დაშენებულია დიდი აივანი.

მეორე სართულის ფანჯრებს ამშვენებს სანდრიკები, ხოლო ფანჯრის ქვეშ სწორკუთხა ნიშებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება