ფილოფროსინე (თანამგზავრი)
ფილოფროსინე (ძვ. ბერძნ. Φιλοφροσύνη), იუპიტერ LVIII, S/2003 J 15 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაფილოფროსინე აღმოაჩინეს 2003 წლის 6 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით. აღმოჩენის შემდეგ მას მიენიჭა დროებითი აღნიშვნა S/2003 J 15.[1][2] მოგვიანებით დაკვირვებებმა ვერ შეძლო თანამგზავრის ხელახლა აღმოჩენა და იგი დაკარგულად ითვლებოდა 2016 წლამდე,[3][4][5][6] როდესაც შეპარდის გუნდმა ის კვლავ დააფიქსირა.[7]
2017 წლის 9 ივნისს აღმოჩენა აღიარა IAU-მ და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი იუპიტერი LVIII,[8] მაგრამ უსახელო დარჩა. 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა მოაწყვეს წინადადებების კრებული Twitter-ზე მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრების სახელებისთვის.[9]
2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს მიენიჭა სახელი ფილოფროსინე, ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის ფილოფროსინის - ჰეფესტოსისა და აგლაიას ქალიშვილის, ზევსის შვილიშვილის პატივსაცემად.
ორბიტა
რედაქტირებაფილოფროსინე ასრულებს ორბიტას იუპიტერის გარშემო საშუალოდ 22 627 000 კმ მანძილზე 689 დღეში, 18 საათსა და 29 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,1910. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ლაპლასის სიბრტყის მიმართ არის 146,5°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაფილოფროსინის დიამეტრი საშუალოდ დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. ვარსკვლავიერი სიდიდე 23,5m.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IAUC 8116: Sats OF JUPITER, SATURN; C/2003 G2. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ MPEC 2003-G17 : S/2003 J 15. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ Outer-Planet Moons Found — and Lost - Sky & Telescope - Sky & Telescope. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ The Orbits of Jupiter's Irregular Satellites - IOPscience
- ↑ Radware Bot Manager Captcha
- ↑ Источник. ციტირების თარიღი: 2024-08-06
- ↑ Jupiter Satellite Data
- ↑ Международный астрономический союз. (2017-06-09) MPC 105280. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.
- ↑ Глянцев, Анатолий (2019-02-26). „Пользователям "Твиттера" предложили выбрать названия для спутников Юпитера“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-20. ციტირების თარიღი: 2019-08-20.