ფილოსტრატო (იტალ. Il Filostrato) — ჯოვანი ბოკაჩოს პოემა. დაწერილია ხალხური ოქტავით და მიძღვნილია ბოკაჩოს სატრფო ფიამეტასადმი. შინაარსად აღებულია ტროას ომის ერთი ეპიზოდი. მასში ბევრია ავტობიოგრაფიული მომენტი. მთავარი გმირებიდან ტროილი განასახიერებს ბოკაჩოს, ხოლო გრიზეიდა — ფიამეტას. პოემა შემდეგ დაამუშავეს ჩოსერმა და შექსპირმა „ტროილი და კრესიდას“ სახელით.

პოემის ხელნაწერი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პრიამოსის შვილი ტროილი გრიზეიდას მიჯნურია. გრიზეიდა ახალგაზრდა, ლამაზი, წარჩინებული და უშვილო ქვრივია. ის ასე მსჯელობს: რად არ შევიყვარო ვინმე, თუ ვინმეს შევუყვარდებიო? თუ ეს ეწინააღმდეგება პატიოსნებას, არ გავამჟღავნებ, აბა ვის რად ვუნდივარ ბებრუცუნაო. გრიზეიდას მამა კალხანტი ბერძნების ბანაკშია და მოითხოვს ტროელთაგან თავისი ქალის დაბრუნებას. გრიზეიდა ბერძენთა ბანაკში მიჰყვას დიომედეს, რომელსაც ქალი შეუყვარდება. გრიზეიდა დანებდება მას. გრიზეიდა აღარ ნახულობს ტროილს, რომელიც მიხვდება ღალატს და ეძებს შემთხვევას შურისძიებისთვის. ტროილი რამდენიმეჯერ შეებრძოლება კიდეც დიომიდეს, მაგრამ აქილევსი კლავს ტროილს.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • გ. ახვლედიანი, „ჯოვანი ბოკაჩოს ცხოვრება და შემოქმედება“ // დეკამერონი, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1970 წ.