ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე

(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპელთა მიმართ)

ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეპავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი, რომელიც მან დაწერა რომის საპყრობილეში. იგი ეხება თავის მეორე სამისიონერო მოგზაურობას მაკედონიაში, ქალაქ ფილიპიში. ეპისტოლე შედგება 4 თავისაგან.

წმინდა მოციქული პავლე

როდესაც პავლე მოციქული თავისი მეორე სამისიონერო მოგზაურობის დროს ჩავიდა მაკედონიაში, ქალაქ ფილიპეში, მას თან ახლდნენ მოწაფეები შილა და ლუკა (შემდეგში – მახარებელი). აქ მან პირველად აუწყა შეკრებილ ხალხს მოძღვრება ხსნის (გადარჩენის) შესახებ. აქედან დაიწყო სახარების გავრცელება ქალაქში მიუხედავად წარმართებისა და იუდეველების წინააღმდეგობისა. პავლე და შილა საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ სასწაულებრივად განთავისუფლდნენ. ამის მნახველმა საპყრობილის ზედამხედველმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წარმართთაგან ქრისტიანობაზე მოქცეულთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. ამ ეპისტოლით პავლე მოციქულს უნდოდა ფილიპელი ძმებისადმი მადლიერება გამოეხატა გამოგზავნილი წერილისა და მატერიალური დახმარებისათვის.

ამ ეპისტოლეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა წერილებში, ჩანს მოციქულების პირადი თბილი ურთიერთობა ამ ეკლესიასთან. პავლე მოციქული, მართალია, დასაგმობს ვერაფერს ხედავს ფილიპელთა ქრისტიანულ ცხოვრებაში, მაგრამ იგი აფრთხილებს, მოძღვრავს მის საყვარელ მრევლს – „მის სიხარულსა და გვირგვინს“ (ფილიპ. 4,1), მტკიცედ იდგნენ ერთსულოვნებით და იცხოვრონ ქრისტეს სახარების ღირსად. იღვაწონ სახარების რწმენისათვის. მოციქულის სიტყვებით, ქრისტესთვის დევნილის ხვედრი ბევრად უკეთესია, ვიდრე ხვედრი მდევნელისა: პირველს ელის ჯილდო ზეცაში (მთ. 5,11-12), ხოლო მდევნელი განწირულია დასაღუპავად. პავლე მოციქულის ეს ეპისტოლე არის მოწოდება ქრისტიანული სიხარულისა, რომ სივიწროვემ, გლოვამ და სიკვდილმაც კი ვერ უნდა შეაშინოს მორწმუნე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება