ფითი
ფითი (აზერ. Piti) — აზერბაიჯანული ეროვნული ცხვრის წვნიანი, რომელიც მზადდება დახურულ თიხის ჭურჭელში. მის დასამხადებლად ძირითადად გამოიყენება ერთი ლიტრის მოცულობის თიხის ჭურჭელი. ფითი — აზერბაიჯანული ეროვნული წვნიანი კერძების ერთ-ერთი სახეობაა.[1]
ინგრედიენტები
რედაქტირებანამდვილ ფითიში იდება წინასწარ გამზადებული (წინასწარ შემწვარი) წაბლი, ბარდა, შავი წიწაკა, ხახვი, ნიორი. დღეს წაბლი შეიცვალა კარტოფილით, ასევე ემატება დაჭრილი მწვანილები. ფითი მზადდება არანაკლებ ერთი საათისა, ყოველი ულუფა — თითოულ თიხის ქოთანში, რომელშიც იწყობა ყველა ზემოაღნიშნული ინგრედიენტები, ზემოდან ესხმევა წყალი და იხუფება სახურავით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ В. Похлёбкин. Национальные кухни наших народов: Азербайджанская кухня, ErLIB.com.