ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფიზულის მოედანი (აზერ. Füzuli meydanı; წარსულში კუბის მოედანი) — აზერბაიჯანის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ მდებარე მოედანი. იგი XVI საუკუნის გამოჩენილი პოეტის მუჰამედ ფიზულის სახელს ატარებს და შესაბამისად მოედანზე მისი ძეგლი დგას. ბაქოს ძირეულ მაცხოვრებლებისათვის ცნობილია მოედნის ძველი სახელი «კუბინკა» (მოედნის ძველი სახელი — კუბის).[1]

მოედანი შეიქმნა XIX საუკუნის შუა წლებში. ჯერ კიდევ ქალაქი ბაქოს დაგეგმარების საწყის პერიოდში მას კუბის მოედანი ეწოდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოედანზე განლაგებული იყო ბაზარი (ე. წ. "კუბის ბაზარი"), მოედანს კიდევ ერთი სახელით მოიხსენიებდნენ - ბაზრის მოედანის სახელით. ის მთელ ქალაქში ყველაზე სიცოცხლით სავსე მოედანი იყო და მდებარეობდა შემახანისა (ამჟამად ჯაფარ ჯაბარლის ქუჩა) და ბალახანის (ამჟამად ფიზულის ქუჩა) კვეთაზე. აქ ძირითადად განლაგებული იყო ერთსართულიანი სახლები დახლებითა და მაღაზიებით.[2]

 
კუბის მოედანი რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილი ხილის ბაზრის გახსნაზე

კუბის მოედანი რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილი ხილის ბაზრის გახსნაზე. საფირმო მაღაზიები და დახლები მსხვილ ვაჭრებს ამ ბაზრობაზე არ გააჩნდათ. ძირითადად აქ ვაჭრობდა აქ მცხოვრებთა უღარიბესი ნაწილი, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით ქალაქის მმართველები მცირე ყურადღებას აქცევდნენ კუბის მოედანს, რითაც საშუალებას აძლევდნენ ვაჭრებს სავაჭრო ნაგებობები შეექმნათ. 1902 წელს მოედანზე ვინმე ქალბატონ რილსკაიას სახსრებით აშენდა მთავარანგელოზი მიხეილის სახელობის პატარა ეკლესია[3] 1960 წელს არქიტექტორი გ. მ. ალიზადეს პროექტით კუბის მოედანზე აშენდა მეშადი აზიზბეკოვის სახ. აზერბაიჯანის დრამატული თეატრის შენობა. ამის შედეგად კუბის მოედანი ფაქტობრივად თეატრალური და საზოგადოებრივი ცენტრი გახდა ძველი ფორშტადტ-შემახინის მოედნისა.[2] 1962 წელს მოედანზე დაიდგა XVI საუკუნის გამოჩენილი პოეტის მუჰამედ ფიზულის ძეგლი (სკულპტორები — ტოკაი მამედოვი და ომარ ელდაროვი, არქიტექტორი — გ. მუხტაროვი). ძეგლს გუსეინ გაჯიევის ქუჩის გაყოლებაზე მოედნის ცენტრალური ადგლი უკავია.[4] ამ დროიდან მოყოლებლი მოედანი ცნობილია როგორც ფიზულის მოედანი.

  1. Цховребова Т. Из истории зеленого строительства Баку // Искусство Азербайджана. — Б., 1956. — Т. V. — С. 295.
  2. 2.0 2.1 Фатуллаев Ш. Градостроительство Баку XIX—начала XX веков / Под ред. проф. В. И. Пилявского. — Ленинград: Стройиздат, 1978. — 215 с.
  3. Заплетин Г., Ширин-заде Г. Русские в истории Азербайджана. — Б.: Ганун, 2008. — 366 с.
  4. Алиева А. С. Планировка и застройка города Баку (1946-2000 гг.). — Б.: Элм, 1988. — С. 44. — 91 с.