ფიზიკური იდეალიზმი

„ფიზიკური“ იდეალიზმი — მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვით ფიზიკის ახალი აღმოჩენები თითქოს ასაბუთებს იდეალიზმის სამართლიანობას და უარყოფს მატერიალიზმს. წარმოიშვა XIX-XX საუკუნის მიჯნაზე, როდესაც ფიზიკაში ახალი აღმოჩენების შედეგად დაიმსხვრა სამყაროს მექანისტური სურათი, რომელიც კლასიკურ ფიზიკას ემყარებოდა. ტერმინი „ფიზიკური“ იდეალიზმი შემოიღო ვლადიმერ ლენინმა. მან ამ მიმართულების წარმოშობის მიზეზად მიიჩნია ფიზიკის მათემატიზაცია და ზოგიერთი ფიზიკოს-ფილოსოფოსის მხრივ დიალექტის უცოდინრობა. ლენინი აღნიშნავდა, რომ „ფიზიკური“ იდეალიზმი დროებითი ზიგზაგია, წარმავალი ავადმყოფური პერიოდია მეცნიერების ისტორიაში. ფიზიკური იდეალიზმი აღორძინდა 30-იან წლებში. მის აღორძინებას ხელი შეუწყო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ახალი აღმოჩენების არასწორმა ინტერპრეტაციამ.

ლიტერატურა

რედაქტირება