ფთაშეჭრილა ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი. რბილობი წვნიანი აქვს.

ფთაშეჭრილა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 371-372