ფეხბურთი სომხეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფეხბურთი სომხეთში (სომხ. ֆուտբոլ futbol or votnagndak სომხ. ոտնագնդակ) ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთის საფეხბურთო ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე იმყოფებოდა. 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომხეთს ჰყავს საკუთარი ეროვნული ასოციაცია, რომელიც მონაწილეობს ფიფას ყველა შეჯიბრში (უფროსი, ახალგაზრდული და ქალთა ფეხბურთი). FC არარატი ერევანი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი იყო, რომელიც ხშირად თამაშობდა ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებში.

უამრავმა სომეხმა მოთამაშემ ითამაშა სსრკ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში; მათ შორის არიან ხორენ ოგანესიანი რომელმაც 1982 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და, 1960-იან წლებში, ედუარდ მარკაროვი.[1] მოგვიანებით მარკაროვი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის ასისტენტი გახდა. აგრეთვე აღსანიშნავია ის, რომ იგი 1991 წლის ფიფას მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პორტუგალიის სამწვრთნელო შტაბის ნაწილს წარმოადგენდა (პორტუგალიამ ეს ჩემპიონატი მე-3 ადგილით დაასრულა).

ადრეული პერიოდი (1920-იან წლებამდე)

რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში დაარსდა პირველი სომხური საფეხბურთო კლუბები კონსტანტინოპოლში, სმირნაში და ოსმალეთის იმპერიის ბევრ სხვა ქალაქში.[2]

პირველი თამაში სომეხ და თურქულ გუნდებს შორის 1906 წელს დაფიქსირდა. სომხური კლუბი, სახელწოდებით Balta-Liman შემდეგ გალათასარაის შეხვდა. მოგვიანებით, Balta-Liman დაიშალა და შეიქმნა ორი ახალი კლუბი: არაქსი და ტორკი.

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

საბჭოთა სომხეთის საფეხბურთო გუნდების უძველესი ჩანაწერები ჩნდება 1926-1927 წლებში, თბილისში ტრანსკავკასიური ჩემპიონატის მოწყობის პერიოდში. ჩემპიონატში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.[3]

სომხეთში პირველი პროფესიონალური კლუბი 1935 წელს დააარსა სახელად სპარტაკი და მოგვიანებით მას არარატი ეწოდა. აღსანიშნავია FC არარატი ერევანის მიერ მოგებული 1973 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი. FC არარატმა აგრეთვე მიაღწია 1974–75 წლების ევროპის თასის მეოთხედფინალს, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონთან, ფრანც ბეკენბაუერის მიუნხენის ბაიერნთან დამარცხა. სომხეთში პირველ სტადიონს კლუბის მსგავსად სპარტაკი დაარქვეს. იგი შენდა 1920-იანი წლების ბოლოს, ახლანდელი ერევნის ცირკის წინ.

1958 წელს, ქალაქ გიუმრიში (იმჟამად ლენინაკანი) დაარსდა კლუბი FC შირაკი რომელიც 1991 წლამდე, ანუ სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საბჭოთა პირველ ლიგაშI ასპარეზობდა.

  1. Goal supporting Armenia. FIFA.com (2014-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2014-03-07.
  2. Genocide Museum | The Armenian Genocide Museum-institute. Genocide-museum.am. ციტირების თარიღი: 2014-03-07.
  3. Armenia matches, ratings and points exchanged. Eloratings.net. ციტირების თარიღი: 2014-03-07.