ფესვებინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1890 წელს, როდესაც მხატვარი ოვერში, საფრანგეთში ცხოვრობდა.[2][3] ნამუშევარში კარგად გაირჩებვა ხატვის ის სტილი რასაც ვან გოგი ბოლო წლებში საკუთარ პეიზაჟებში იყენებდა.[4]

ფესვები
Tree-roots
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F816[1] და JH2113[1]
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 50
სიგანე 100
ქალაქი ამსტერდამი
მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი

წინარე პერიოდი

რედაქტირება

ვან გოგმა სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ოვერ-სიურ ოაზიში გაატარა, პატარა ქალაქში პარიზის ჩრდილოეთით, მას შემდეგ რას სენ-რემის თავშესაფარი დატოვა 1890 წლის მაისში.[5] არის ვერსიები, რომ ნამუშევარი ვინსენტის ბოლო ნახატია 1890 წლის ივლისის ბოლოს მის გარდაცვალებამდე.

იან ჰულსკერს მიაჩნია რომ ორმაგ ტილოზე დახატულ ნამუშევრებს შორის ეს ყველაზე ორიგინალურია. მნახველები ამბობენ რომ მათ სურათზე სამი ფესვისა და ღეროს გარჩევა შეუძლიათ, თუმცაღა მთლიანი ნახატის აღქმა არცთუ ისე ადვილია,[6] ვანდერ ვენისა და კნაპის თქმით ნამუშევარზე გაირჩევა ბუჩქის ორი ფიგურაც. ნამუშევარი საკმაოდ ცნობილია იმის მიუხედავად რომ ის გერმანული ექსპრესიონიზმისა და აბსტრაქციონიზმის ნიმუშია.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • de la Faille, Jacob-Baart. The Works of Vincent van Gogh: His Paintings and Drawings. Amsterdam: Meulenhoff, 1970. ISBN 978-1-55660-811-7
  • Hulsker, Jan. The Complete Van Gogh. Oxford: Phaidon, 1980. ISBN 0-7148-2028-8
  • Naifeh, Steven; Smith, Gregory White. Van Gogh: The Life. Profile Books, 2011. ISBN 978-1-84668-010-6
  • van der Veen, Wouter; Knapp, Peter. Van Gogh in Auvers: His Last Days. Monacelli Press, 2010. ISBN 978-1-58093-301-8
  1. 1.0 1.1 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0195V1962
  2. van der Veen, Wouter; Knapp, Peter (2010) Van Gogh in Auvers: His Last Days. The Monacelli Press, გვ. 242. ISBN 1-58093-301-7. 
  3. de la Faille, Jacob Baart (1970). The works of Vincent van Gogh. Amsterdam: Meulenhoff, გვ. 307. 
  4. Hulsker, Jan (1986). The Complete Van Gogh: Paintings, Drawings, Sketches. Random House, გვ. 476. ISBN 0-517-44867-X. 
  5. Naifeh, Steven; White Smith, Gregory (2011) Van Gogh: The Life. Random House, გვ. 822 ff.. ISBN 0-375-50748-5. 
  6. Hulsker (1980) p. 476
  7. van der Veen and Knapp (2010) pp. 164, 242