ფერმები ოვერთან ახლოს

ფერმები ოვერთან ახლოსჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1890 წლის ივლისში, როდესაც ის ცხოვრობდა ოვერ-სიურ-უაზში, საფრანგეთში.[2][3] ნახატი არის ორმაგი ოთხკუთხედი ტილოს მაგალითი, რომლებიც მან გამოიყენა თავის ბოლო პეიზაჟებში.[4] 1890 წლის მაისში მან დატოვა სენ-რემი-დე-პროვანსის თავშესაფარი, რის შემდეგაც, სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ქალაქ ოვერ-სიურ-უაზში გაატარა, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით მდებარეობს. ოვერში ჩასვლის შემდეგ ვან გოგმა წერილი მიწერა თავის და, ვილს: „აქ არის ხავსიანი ჩალით დაფარული შესანიშნავი სახურავები, რომლებითაც მე აუცილებლად შევქმნი რამეს“.[5] ნახატი დაუსრულებელია. ის ჰგავს ჩალით გადახურული სახლებს და კოტეჯებს, რომელიც მან დახატა ოვერში ჩასვლის შემდგომ.[6] 1933 წელს ეს ნახატი ც. ფრანკ სთუპის მიერ გადაეცა ტეიტის მუზეუმს, ლონდონში, სადაც იგი დღემდე ინახება.[6][7] ის შეიქმნა იმავე თვეს, როდესაც ვან გოგი გარდაიცვალა.

ფერმები ოვერთან ახლოს
Farms near Auvers[1]
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1890
კატალოგი F793 და JH2114
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 50.2
სიგანე 103
ქალაქი ლონდონი
მუზეუმი ტეიტი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. http://www.tate.org.uk/art/artworks/gogh-farms-near-auvers-n04713
  2. van der Veen, Wouter; Knapp, Peter (2010) Van Gogh in Auvers: His Last Days. The Monacelli Press, გვ. 190. ISBN 1-58093-301-7. 
  3. de la Faille, Jacob Baart (1970). The works of Vincent van Gogh. Amsterdam: Meulenhoff, გვ. 303. 
  4. Hulsker, Jan (1986). The Complete Van Gogh: Paintings, Drawings, Sketches. Random House, გვ. 476. ISBN 0-517-44867-X. 
  5. To Willemien van Gogh. Auvers-sur-Oise, on or about Wednesday, 21 May 1890. Vincent van Gogh: The Letters. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 16 February 2012.
  6. 6.0 6.1 Farms near Auvers, 1890. Tate Collection. Tate Museum Online. ციტირების თარიღი: 16 February 2011.[მკვდარი ბმული]
  7. Brooks, D. The Paintings: The Auvers-sur-Oise Period. The Vincent van Gogh Gallery, endorsed by Van Gogh Museum, Amsterdam. David Brooks (self-published). ციტირების თარიღი: 16 February 2011.