ფერმა პროვანსში
ფერმა პროვანსში ან ფერმაში შესასვლელი ჭიშკარი თივის ძნებით — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1888 წელს არლში, პროვანსში, ზეთის საღებავებით ტილოზე. ვინსენტი ნაწილობრივ შთაგონებული იქნა მხატვარ ადოლფ მონტიცელისგან. ვან გოგმა პროვანსში ტილოების მთელი რიგი შექმნა, რომლებშიც აშკარად ჩანს მხატვრის განახლებული სტილი და მიდგომა, ის იყენებს რამდენიმე ახალ ფერს, რომელიც აქამედ მის ნამუშევრებში არ გვხვდება. ახალი ფერების კონტრასტი ამ და სხვა ტილოებში დაძაბულობის შეგრძნებას იწვევს. ფერმა პროვანსში ეკუთვნის ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეას.
ფერმა პროვანსში | |
---|---|
Farmhouse in Provence[1] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | F565 და JH1443 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 46.1 |
სიგანე | 60.9 |
ქალაქი | ვაშინგტონი |
მუზეუმი | ხელოვნების ეროვნული გალერეა |
არლი
რედაქტირებაიმ პერიოდში, როცა ეს ტილო დახატა, ვან გოგი 35 წლის იყო. არლში, სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრებისას მან კარიერის მწვერვალს მიაღწია, შექმნა გამორჩეული, საუკეთესო ტილოები,[2] როგორებიცაა ყანების, ფერმებისა და ხალხის ნახატები, ნიმისა და ავინიონის ტერიტორიაზე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ National Gallery of Art - Collection
- ↑ Morton, M; Schmunk, P (2000) The Arts Entwined: Music and Painting in the Nineteenth Century. New York: Garland Publishing, გვ. 177–178. ISBN 0-8153-3156-8.
- ↑ Arfin, F (2009). Adventure Guide to Provence & the Cote D'azur. Edison, NJ: Hunter Publishing.