ფერი (გერმ. Föhr) — კუნძული ჩრდილოეთის ზღვის გერმანულ სანაპირო ზოლში, ჩრდილოეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მიეკუთვნება შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს. ფერი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა და გერმანიის სიდიდით მეორე კუნძულია ჩრდილოეთის ზღვაში (82,82 კმ²) მასზე განთავსებულია ერთი ქალაქი და თერთმეტი მუნიციპალიტეტი. კლიმატი ოკეანურია, ზომიერი ზამთრითა და შედარებით ცივი ზაფხულით.

კუნძულის მდებარეობა

ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში დასახლებული ფერი 1362 წლამდე კონტინენტური ჩრდილოეთ ფრიზიის ნაზილი იყო. ამის შემდეგ, სანაპირო ზოლი დაანგრია ძლიერმა შტორმმა, რის შედეგადაც რამდენიმე კუნძული, მათ შორის ფერი წარმოიქმნა. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ჭაობიანია, მაშინ, როდესაც სამხრეთ ნაწილში ქვიშიანი დამრეცებია წარმოდგენილი. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული 1864 წლამდე, ფერი ხან დანიის სამეფოს მიეკუთვნებოდა, ხან შლეზვიგის საჰერცოგოს, მაგრამ მეორე ჰოლანდიური ომის შემდეგ იგი პრუსიას გადაეცა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე პოლულარული იყო სანაოსნო ვაჭრობა, მაგრამ იალქნების საუკუნის დასრულების შემდეგ, მთავარი ეკონომიკური ფაქტორები სოფლის მეურნეობა და ტურიზმი გახდა. კუნძულზე მიღწევა ბორნით ან საჰაერო გზითაა შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: