ფერიყალა
ფერიყალა (აზერ. Pəriqala) ანუ ზღაპრული ციხე — აზერბაიჯანის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, ლეგენდარული ციხე. ძეგლი მოიცავს კირქვის აგურისაგან ნაგებ სამ ოთახსა და ფანჯარას და განთავსებულია კლდის გვერდზე 300 მეტრის სიმაღლეზე, კავკასიონის მთისწინეთში, სოფელ იუხარი-ჩარდაღლარის მახლობლად.
მიიჩნევენ, რომ ფერიყალა აგებულია IV და VIII საუკუნეებს შორის. სტუმრობს ცოტა, რადგან მდებარეობს რესპუბლიკის შორეულ ნაწილში და იქ მოსახვედრად საჭიროა დიდი ძალისხმევა. ადგილზე არის მუხის კოჭებით გამაგრებული ორმოცსაფეხურიანი კიბე და დახურული ბილიკი. ადგილობრივმა გიდებმა ადგილზე მისასვლელად დადგეს ვერტიკალური კიბე, თუმცა მასზე ასვლას ფიზიკური სიძლიერე და ალპინიზმის უნარები სჭირდება. ძეგლი კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ კიბის ზედა ნაწილი უკვე განცალკევდა კლდისაგან, რაც, სავარაუდოდ, მიწისძვრის შედეგი უნდა იყოს. გაცვეთილობა კირქვაზე, იმაზე მიუთითებს, რომ ნაგებობა დიდი ხნის მანძილზე საცხოვრებლად გამოიყენებოდა.
ძეგლის წარმომავლობა
რედაქტირებაფერიყალა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ზღაპრული, ჯადოსნური ციხე. ამას გარდა „ფერი“ ქალის სახელიცაა. ლეგენდის მიხედვით ფარი, მშვენიერი ქალი ჩინგიზ ხანის ეპოქიდან, გახდა ერთი მონღოლი მხედართმთავრის რჩეული, რომელსაც ქალის თავის ჰარამხანაში წაყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამისთვის ნებართვა მამამისისგანაც აეღო. ფერის სხვა გეგმები ჰქონდა. მას მონღოლისაგან გასაქცევად ეს ციხე აეგო, საიდანაც საბოლოოდ გადმოხტა კიდეც და ქვევით კლდეებზე დალია სული. ეს გადმოცემა გარკვეულ მსგავსებას ავლენს ბაქოს ქალწულის კოშკის ამბავთან.
უფრო რეალისტურად მიიჩნევა, რომ ფერიყალა შეიძლება ნაგები იყოს, როგორც მონასტერი ადრექრისტიანული ხანის განდეგილი ბერებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, იმისათვის, რომ ძეგლის ნამდვილი წარმომავლობა დადგინდეს, კვლავაც დიდი არქოლოგიური მოკვლევაა ჩასატარებელი.[1][2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 13.3 - Parigala - Mystery Surrounds "Fairy Castle" - Ronnie Gallagher. Azer.com. ციტირების თარიღი: 2015-10-17.
- ↑ Автор Доклада: T. Ismayilova. (2001-08-02) Geoinformation Mappin of Sheki-Zagatala Region of The Azerbaican Republic | INTERNATIONAL SCIENTIFIC ANALYTICAL PROJECT. Gisap.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-10-17.