ფერდინანდ მარი ლესეფსი

(გადამისამართდა გვერდიდან ფერდინანდ დე ლესეფსი)

ფერდინანდ მარი ლესეფსი (ფრანგ. Ferdinand de Lesseps; დ. 19 ნოემბერი, 1805, ვერსალი — გ. 7 დეკემბერი, 1894, შენე, იველინის დეპარტამენტი) — ფრანგი დიპლომატი, მეწარმე. განათლებით იურისტი. 1854 წელს ეგვიპტის მმართველ საიდ-ფაშასაგან მიიღო კონცესია სუეცის არხის გასაყვანად. ჩამოაყალიბა სუეცის არხის საყოველთაო კომპანია. 1854-1869 წლებში ხელმძღვანელობდა არხის მშენებლობას. 1879-1889 წლებში იყო თავმჯდომარე პანამის არხის გამყვანი სააქციო საზოგადოებისა, რომლის გაკოტრების გამო ლესეფსი 1893 წელს გაასამართლეს. პარიზის სასამართლომ მას 5 წლის პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. 1875 წლიდან ინგლისის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი იყო. 1884 წელს აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის წევრად.

ფერდინანდ მარი ლესეფსი

ლიტერატურა

რედაქტირება