ფენოსკანდინავია
ფენოსკანდინავია (იგივე ფენოსკანდია) — ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ევროპაში. მოიცავს სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულების, ფინეთისა და კარელიის ტერიტორიებს. მხარეს მკვეთრად გამოარჩევს ძველი სტრუქტურები, ჩრდილოეთით მდებარეობა, მყინვარ-ეგზარაციული რელიეფი, დნობადი ლანდშაფტებისა და ტბების სიმრავლე.
ფენოსკანდინავიის თითქმის მთელ ტერიტორიას ბალტიის ფარი იკავებს.