ფელკლინგერის მეტალურგიული ქარხანა
ფელკლინგერის მეტალურგიული ქარხანა (გერმ. Völklinger Hütte) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ყოფილი მეტალურგიული ქარხანა ევროპაში. მდებარეობს გერმანიაში, ზაარლანდის მხარის ქალაქ ფელკლინგერში. 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და პირველი სამრეწველო ობიექტია, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა.
ფელკლინგერის მეტალურგიული ქარხანა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°15′02″ ჩ. გ. 6°50′43″ ა. გ. / 49.25056° ჩ. გ. 6.84528° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) |
ნომერი | 687 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 687 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1873 წელს, ჯულიუს ბუშმა, ფელკლინგერის მახლობლად, მდინარე საარის სანაპიროზე, მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩა. 1881 წელს, კარლ როხლინგმა ახალი კონსტრუქცია ააშენა და უკვე ორი წლის შემდეგ, ლითონის გამოდნობაც დაიწყო.
1986 წელს, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და დღეისათვის ის მუზეუმს წარმოადგენს, სადაც სტუმრებს ყოფილი საწარმოო არეალების დათვალიერება შეუძლიათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Völklinger Hütte დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine.
- Initiative Völklinger Hütte
- Many Photos დაარქივებული 2018-12-22 საიტზე Wayback Machine. (German only)
- European Route of Industrial Heritage