ფედერაციის კოშკი (რუს. Башня Федерация) — ევროპის უმაღლესი ცათამბჯენი, რომელიც მდებარეობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მე-13 ნაკვეთზე. არქიტექტურული პროექტი შემუშავებულია სერგეი ჩობანისა და პეტერ შვეგერის მიერ. კომპლექსი 2 კოშკითაა წარმოდგენილი, რომელიც ერთ ბაზისზეა აღმართული: აღმოსავლეთი კოშკი (რუს. Башня Восток) 95-სართულიანი კონსტრუქციაა, ხოლო დასავლეთი კოშკი (რუს. Башня Запад) 63-სართულიანი. ფედერაციის საერთო ფართობია 442 915,2 კვ.მ; მიწის მონაკვეთის საერთო ფართია 10 730 კვ.მ. კომპლექსში განთავსებულია ოფისები და აპარტამენტები. ბაზისი — 6-სართულიანი ატრიუმი — დაკავებულია ოფისებითა და სავაჭრო გალერეებით.

ფედერაციის კოშკი
Башня Федерация

ფედერაციის კოშკი

ინფორმაცია
სტატუსი დასრულებული
აშენდა 2003-2016
გაიხსნა 2016
სახურავი 242 მ („დასავლეთი“)
374 მ („აღმოსავლეთი“)
ტექნიკური დეტალები
სართული 63 („დასავლეთი“)
95 მ („აღმოსავლეთი“)
ფართი 432 000 მ²
კომპანიები
არქიტექტორი სერგეი ჩობანი
პეტერ შვეგერი
დეველოპერი AEON Corporation

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება