ფახთაქორი ტაშკენტი (საფეხბურთო კლუბი)
ფახთაქორი (უზბეკ. Paxtakor Toshkent futbol klubi) — უზბეკური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტაშკენტიდან. უზბეკეთისა და ყოფილი სსრ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი საფეხბურთო კლუბი. ჩამოყალიბდა 1956 წლის 8 აპრილს ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ ბაზაზე.
სრული სახელი | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
უზბეკ. Paxtakorlar (მებამბეები) უზბეკ. Sherlar (ლომები) უზბეკ. Xalq jamoasi (სახალხო გუნდი) | ||
დაარსდა | 8 აპრილი, 1956 | ||
სტადიონი |
ცენტრალური სტადიონი „ფახთაქორი“, ტაშკენტი (ტევადობა: 35 000) | ||
პრეზიდენტი | ჯაჰანგირ ორთიქხოჯაევი | ||
მწვრთნელი | მაქსიმ შაცკიხი | ||
ლიგა | უზბეკეთის საფეხბურთო სუპერლიგა | ||
2024 | მე-6 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდი
რედაქტირება„ფახთაქორის“ სახელწოდებით კლუბმა თავისი პირველი შეხვედრა გამართა 1956 წლის 8 აპრილს ქალაქ მოლოტოვის (ამჟამად ქალაქი პერმი) საფეხბურთო გუნდთან.[1]
1959 წელს გუნდი საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში ერთვება. კლუბის ისტორიაში მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ყველაზე გამოჩენილ ფეხბურთელად გენადი კრასნიცკის მიიჩნევენ.
1962 წელს გუნდი საკავშირო პირველობაზე მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა მომდევნო სეზონში ვეღარ ახერხებს წარმატებით ასპარეზობას და უმაღლესი ლიგის დატოვება უხდება. 1964 წელს ალექსანდრე აბრამოვის ხელმძღვანელობით გუნდი კვლავ უბრუნდება უმაღლეს ლიგას.
1968 წელს „ფახთაქორი“ საკავშირო თასის ფინალში ახერხებს გასვლას, სადაც მოსკოვის „ტორპედოსთან“ თმობს გადამწყვეტ შეხვედრას.[2]
1971 წელს გუნდი პირველ ლიგაში ქვეითდება, თუმცა მომდევნო სეზონში კვლავ ახერხებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.
1970-იანი წლების მეორე ნახევარში „ფახთაქორში“ ფეხბურთელთა მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული შემადგენლობა შეიკრიბა, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე მათი გულშემატკივრები. დიდი იმედები და მოლოდინები სრულიად მოულოდნელი და ყველასათვის შემზარავი ტრაგედიით დასრულდა — 1979 წლის 11 აგვისტოს გუნდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.[3][4][5]
მიღწევები
რედაქტირება- ჩემპიონი (16): 1992, 1998, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2012, 2014, 2015, 2019, 2020, 2021, 2022, 2023
- ვიცე-ჩემპიონი (5): 1993, 2001, 2008, 2009, 2010
- ბრინჯაოს პრიზიორი: 2011
- თასის მფლობელი: (12): 1993, 1997, 2000/01, 2001/02, 2002/03, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2011, 2019
- ფინალისტი: (2): 1996, 2008
- ნახევარფინალისტი: (1): 2003, 2004
- თასის მფლობელი: 2007
- ფინალისტი: 2008
- ფინალისტი: 1968
ცნობილი ფეხბურთელები
რედაქტირება- ბერადორ აბდურაიმოვი (1960–1963; 1970–1974)
- გენადი კრასნიცკი (1960–1970)
- სტანისლავ სტადნიკი (1960–1961; 1963–1965)
- იური პშენიჩნიკოვი (1960–1967; 1972)
- ვლადიმერ ფიოდოროვი (1972–1979)
- მიხაილ ანი (1971–1979)
- ვასილის ხაძიპანაგისი (1972–1975)
- ანდრეი იაკუბიკი (1979; 1980–1984)
- ხორენ ოგანესიანი (1989–1991)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ფახთაქორი“ ტაშკენტი — FootballFacts.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ФК "Пахтакор" — История клуба/ «Пахтакор» свой первый матч в чемпионате провёл 8 апреля 1956 года с командой города Молотова (сейчас это город Пермь). Этот день считается днём основания клуба. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 1 მარტი, 2021.
- ↑ Soviet Union Cup 1967-68/ Torpedo Moskva 1-0 Pahtakor Tashkent / დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. Prepared and maintained by Andrei Balitskiy and Mike Dryomin. 29 Feb 2012. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Aircraft accident Tupolev 134A CCCP-65816 Dneprodzerzhinsk/ Aeroflot Tu-134 CCCP-65816 operated on the route Chelyabinsk-Voronezh-Kishinev. It had departed Voronezh and was en route to Kishinev at 8400 meters. Near Dneprodzerzhinsk another Tu-134, CCCP-65735 was en route from Tashkent to Minsk. This flight had left Donetsk and was flying at the same altitude. The air traffic controller noticed that the planes were on an intersecting course and ordered CCCP-65735 to climb to 9000 meters. A muffled response was heard by the controller, who assumed this was a read back from CCCP-65735. In fact this was a radio transmission from another flight and CCCP-65735 remained at the same altitude. In an area of clouds both planes collided. Both Tu-134's crashed, killing all on board. Among the casualties was the Soviet (now Uzbek) football team Pahtakor which was aboard CCCP-65735. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 ივლისი, 2012. წყარო: Aviation Safety Network. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Туполев Ту-134А Бортовой №: CCCP-65816 - Один из двух Ту-134, который столкнулся 11.8.79 в Небе над Днепродзержинском. Данный борт следовал по маршруту Челябинск - Воронеж - Кишинёв. Самая крупная катастрофа за всю историю Ту-134 (погибло 178 человек). წყარო: russianplanes.net. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Столкновение двух Ту-134А Белорусского УГА и Молдавского РПО ГА близ Днепродзержинска. Гибель футбольной команды "Пахтакор" - 11 августа 1979 г в 13:35:38 в районе г. Днепродзержинск в зоне ответственности Юго-Западного сектора Харьковского РЦ ЕС УВД произошло столкновение двух самолетов Ту-134А. Столкновение произошло в точке пересечения трасс Днепропетровск – Кременчуг и Магдалиновка – Днепродзержинск (48°33’35” СШ, 34°40’33” ВД) в облаках, на высоте 8 400 м. В момент столкновения отклонения ВС от осей трасс составляли соответственно 4 км влево (№65816) и 0,5 км влево (№65735). Обломки упали на землю на большой территории в районе сел Куриловка, Николаевка и Елизаветовка. Самолет Ту-134А №65735 104 летного отряда выполнял рейс №7880 Ташкент – Минск и в 13:11:30 вылетел из а/п Донецк в Минск. На борту находилось 77 пассажиров (из них 13 детей), в том числе игроки и тренеры футбольной команды «Пахтакор», направлявшиеся на игру чемпионата СССР по футболу в Минск. წყარო: airdisaster.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.