ფასილ-გების ციხესიმაგრე
ფასილ-გების ციხესიმაგრე – ციხესიმაგრე ეთიოპიაში, მდებარეობს ამჰარის რეგიონის ქალაქ გონდერში. XVI–XVII საუკუნეებში ციხესიმაგრე წარმოადგენდა ეთიოპიის მეფის ფასილიდასის და მისი მემკვიდრეების რეზიდენციას.
ფასილ-გების ციხესიმაგრე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეთიოპია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 12°36′29″ ჩ. გ. 37°28′11″ ა. გ. / 12.60806° ჩ. გ. 37.46972° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 19 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ძველი ქალაქი გარშემორტყმულია 900-მეტრიანი გალავნით, რომლის მიღმაც მდებარეობს სასახლეები, ტაძრები, მონასტრები და უნიკალური საზოგადოებრივი და კერძო ნაგებობები. არქიტექტურა ინდური და არაბული სტილის ნაზავია. მოგვიანებით სასახლე ბაროკოს სტილში შეცვალეს, რაც მისიონერი იეზუიტების დამსახურებაა.[1]
1979 წელს ფასილ-გების ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO Fact Sheet
- Ethiopia Travel Webpage დაარქივებული 2012-06-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fasil Ghebbi, Gondar Region. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2010-01-09.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 19 ინგლ. • რუს. • ფრ. |