ფარჰად ფატკულინი
ფარჰად ნაილის ძე ფატკულინი (თათრ. Фаткуллин Фәрһад Hаил улы; რუს. Фархад Наилевич Фаткуллин; დ. 2 ნოემბერი, 1979, ყაზანი, დღ. თათრეთი, რუსეთი) — რუსი სამოქალაქო აქტივისტი თათრეთიდან, რომელიც ცნობილია, როგორც ვიკიმედიის მოძრაობის ხელის შემწყობი რუსეთში არარუსულად მოლაპარაკე ხალხებს შორის. მისი ამ აქტიურობის გამო, 2018 წელს მას წლის ვიკიმედიელის წოდება მიენიჭა.[1][2][3][4] გარდა მისი ვიკიმედიური საქმიანობისა, ის არის პროფესიონალი სინქრონული თარჯიმანი და წარსულში მუშაობდა თათრეთის ყოფილი პრეზიდენტის მინტიმერ შაიმიევის პირად თარჯიმნად.
ფარჰად ფატკულინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Фаткуллин Фәрһад |
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1979 ყაზანი, თათრეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ |
ეროვნება | თათარი |
მოქალაქეობა |
სსრკ → რუსეთი |
განათლება |
კლაიტონის უმაღლესი სკოლა (აშშ) ყაზანის ფინანსებისა და ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ვიკიმედია, ვიკიპედია |
ორგანიზაცია | ვიკიმედია რუსეთი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ჯილდოები | წლის ვიკიმედიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფარჰად ფატკულინი დაიბადა 1979 წლის 2 ნოემბერს, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში. დაამთავრა „საწარმოს მართვა“ (საფინანსო მენეჯმენტი) და „კულტურათაშორისო კომუნიკაციები“ („თარჯიმნობა“) ბაკალავრიატის ხარისხით, მუშაობს სინქრონულ თარჯიმნად. 2012 წელს შეუერთდა თათრულ ვიკიპედიას, 2015 წელს გახდა მეტა-პროექტის „რუსეთის ხალხთა ენების ვიკიპედიების“ მონაწილე, ხოლო 2017 წლიდან არის ვიკიმედია რუსეთის წევრი. 2018 წლის 22 ივლისს, ვიკიმედიიის პროექტების საერთაშორისო კონფერენციის „ვიკიმანია 2018“-ის დახურვის ცერემონიაზე, სარ-ის დედაქალაქ კეიპტაუნში, ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უელსმა ფარჰად ფატკულინი მისი დამსახურებებიდან გამომდინარე წლის ვიკიმედიელად გამოაცხადა.
ოჯახი
რედაქტირებაფატკულინი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი (ვაჟი და ქალიშვილი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Farkhad Fatkullin named Wikimedian of the Year for 2018. Wikimedia Foundation.
- ↑ ru:Премия за хобби ru. Rossiyskaya Gazeta.
- ↑ ru:Житель Казани первым из россиян стал "Википедистом года" ru. Tass.
- ↑ ru:«Википедия» тоже необъективна»: лауреат премии всемирной интернет-энциклопедии о тонкостях перевода и редактуры в сети ru. Russia Today.