ფარულთავიანი ხოჭოები
ხოჭოების გვარი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა
ფარულთავიანი ხოჭოები (ლათ. Cryptocephalus) — ხოჭოების გვარი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. ტანი ცილინდრულია, სიგრძეში 2–9 მმ, ჩვეულებრივ ღია ფერისა, ხშირად ლითონისებრი ბზინვარებით. თავი შეიძლება შეწეული იყოს (აქედან სახელწოდება). ცნობილია 1000-მდე სახეობა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. იკვებებიან ფოთლებით; ყვითელი ფიჭვის ფარულთავიანი ხოჭო (Cryptocephalus pini) ზიანს აყენებს ფიჭვის ხეებს.[1]
ფარულთავიანი ხოჭოები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cryptocephalus vittatus | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cryptocephalus (Geoffroy, 1762) | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Скрытоглавы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.