ფარსმის წმინდა თევდორეს ხატი

ფარსმის წმინდა თევდორეს ხატი — სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნასოფლარ ფარსმას სამხრეთ-აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

სალოცავი გეგმით (5,3 X 4,8 მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქალით - მშრალად. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია პირველი სართული და მეორე სართულის კედლების ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ისრული თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. შენობის კონსტრუქციული მდგრადობის მიზნით, შიგნით, ოთხივე კუთხეში, მთელ სიმაღლეზე, გადებულია ფიქლის მოზრდილი ფილები. მათ შორის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ერთ-ერთ ფილაზე აწყვია სარიტუალო ინვენტარი. გარედან შესასვლელის თავზე, კედლიდან გამოშვერილია ხის ძელი. ამავე ფასადზე წყობის ორ ქვაზე მარტივი გეომეტრიული სახეებია გამოსახული.

ლიტერატურა რედაქტირება