ფარნაოზ ერთელიშვილი

ქართველი ენათმეცნიერი, მწერალი და პედაგოგი

ფარნაოზ ერთელიშვილი (დ. 27 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1972, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი, მწერალი, პედაგოგი.

ფარნაოზ ერთელიშვილი
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1923(1923-02-27)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 1972(1972-07-06) (49 წლის)
საქმიანობა ენათმეცნიერი, მწერალი და პედაგოგი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1950 წელს დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე. იყო ერთ-ერთი ინიციატორი თსუ-ში ტოპონიმიკური ცენტრის — ტოპონიმიკის ლაბორატორიის შექმნისა. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში“ (1963); „ზმნის ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (1970) და სხვ. მისი იგავ-არაკების კრებული „ძალა და აღმართი“ ქართული ანდაზების თემაზეა დაწერილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება